ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 14

ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 33 პოზიციაზე გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი 33 პოზიციაზე გამოცხადდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი 33 პოზიციაზე გამოცხადდა. პროგრამაში მონაწილეობის მ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი 33 პოზიციაზე გამოცხადდა. პროგრამაში მონაწილეობის მ…

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი 33 პოზიციაზე გამოცხადდა.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 2026 წლის 1 სექტემბერს დაიწყო და 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს, რომლებიც ბაკალავრიატის დამამთავრებელ სასწავლო წელს ან უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე სწავლობენ. პროგრამაში ჩართვა ასევე შეუძლიათ პირებს, რომლებმაც უმაღლესი განათლების პირველი ან მეორე საფეხური 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დაასრულეს.

კანდიდატთა შერჩევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია აკადემიური მოსწრება — GPA 2.7-დან 4.0-მდე ან, 100-ქულიანი შეფასების სისტემის შემთხვევაში, 71-დან 100 ქულამდე.

ამასთან, სამინისტროს სისტემაში გამოცხადებულ ცალკეულ პოზიციებზე, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, განსაზღვრულია დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, პროფესიული გამოცდილება საჯარო სამსახურში მიიღონ, პრაქტიკაში გამოიყენონ მიღებული ცოდნა და გაეცნონ სახელმწიფო უწყებების საქმიანობას.

ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს