ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 14

ზაქრო გვიშიანი – დიუშენის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს ჩვენ ვხვდებით დიდი სიახლეებით, საქართველოს ექნება ინოვაციური მედიკამენტი, რაც არ არის ბევრ წამყვან და განვითარებულ ქვეყანაში

ზაქრო გვიშიანი – დიუშენის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს ჩვენ ვხვდებით დიდი სიახლეებით, საქართველოს ექნება ინოვაციური მედიკამენტი, რაც არ არის ბევრ წამყვან და განვითარებულ ქვეყანაში
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • 7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეს, ჩვენ ვხვდებით ძალიან დიდი სიახლეებით. საქართველომ შეძლო და ექნება ის ინოვაციური მედიკამენტი, რაც არ არის ბევრ წამყვან და განვით…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეს, ჩვენ ვხვდებით ძალიან დიდი სიახლეებით. საქართველომ შეძლო და ექნება ის ინოვაციური მედიკამენტი, რაც არ არის ბევრ წამყვან და განვით…

7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეს, ჩვენ ვხვდებით ძალიან დიდი სიახლეებით. საქართველომ შეძლო და ექნება ის ინოვაციური მედიკამენტი, რაც არ არის ბევრ წამყვან და განვითარებულ ქვეყანაში, – ამის შესახებ დიუშენის მქონე ბავშვის მშობელმა, ზაქრო გვიშიანმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ შეძლო ის, რაც შეუძლებელი იყო თვეების წინ.

„ვუერთდები სიხარულს, საქართველომ შეძლო ის, რაც შეუძლებელი იყო თვეების წინ. ერთ ინოვაციურ მედიკამენტთან დაკავშირებით იქნა მიღწეული გადაწყვეტილება. არ იყო მარტივი გზა. სამინისტროს მხრიდან ვიყავით ინფორმირებული ყველა პროცედურაზე, ყველა აქტივობაზე. მინდა, განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ბატონ მიხეილ სარჯველაძეს, მის გუნდს. ეს არის მიღწევა. გვაქვს წვდომა იმ მედიკამენტთან, რომელიც მოწინავე ქვყნებს აქვთ. მედიკამენტი იქნება დაავადებათა მართვის ეროვნულ პროგრამაში შეტანილი. შეძენა მოხდა საქართველოს ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადების დათქმულ დროში. ინტენსიურად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, დაცული იქნა ხარისხი, მედიკამენტის მიწოდების უწყვეტობა და, რაც მთავარია, დროული მოწოდება. მედიკამენტი საქართველოში უკვე რამდენიმე დღეში იქნება და ვულოცავ ყველა მშობელს, პაციენტს და ყველა მხარდამჭერს“, – განაცხადა ზაქრო გვიაშიანმა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მეორე მედიკამენტის საკითხიც.

„ვაფასებთ იმ დამოკიდებულებას, რასაც იჩენს ჯანდაცვის მინისტრი და მისი გუნდი, ძალიან ფრთხილად ეკიდებიან იმ საკითხს, რომ იყოს ხარისხი დაცული, დროული მოწოდება და მოწოდების უწყვეტობა. მთავარი ამოცანაა, იყოს დროული და ხელმისაწვდომი მკურნალობა. ეს პირდაპირ კავშირშია მედიკამენტების ხარისხთან. ეს არის ინოვაციური მედიკამენტი, რომელიც მკვიდრდება მსოფლიო ფარმაცევტულ ბაზარზე და მისი შემოტანა და ხარისხის კონტროლი აუცილებელია. ჩვენ მივესალმებით, რომ საქართველოში მეორე მედიკამენტიც იქნება. 7 სექტემბერს, დიუშენის ცნობიერების ამაღლების საერთაშორის დღეს, ჩვენ ვხვდებით ძალიან დიდი სიახლეებით. საქართველომ შეძლო და ექნება ის ინოვაციური მედიკამენტი, რაც არ არის ბევრ წამყვან და განვითარებულ ქვეყანაში“, – განაცხადა ზაქრო გვიშიანმა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის განკუთვნილი მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ მომავალ კვირაში უკვე საქართველოში იქნება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს