ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 2

დავით სონღულაშვილი ტაჯიკეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა

დავით სონღულაშვილი ტაჯიკეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ტაჯიკეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს, ქურბონ ჰაკიმზოდას შეხვდა. სამინისტროს ი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ტაჯიკეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს, ქურბონ ჰაკიმზოდას შეხვდა. სამინისტროს ი…

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ტაჯიკეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს, ქურბონ ჰაკიმზოდას შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

„საქართველოსა და ტაჯიკეთს სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვთ. მზად ვართ, კოლეგებს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება აგრარული სექტორის განვითარებისა და ფერმერთა მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ორმხრივად სასარგებლო პროექტების განხორციელებას და თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადაყვანას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა კლიმატგონივრულ სოფლის მეურნეობაზე, წყლის რესურსების ეფექტიან მართვაზე, სოფლის განვითარების პოლიტიკასა და კვლევით ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის აგრო-სასურსათო ვაჭრობა დადებითი დინამიკით ხასიათდება. 2025 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 7.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც ექსპორტი 6.5 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო იმპორტი 778 ათასი აშშ დოლარი იყო. ტაჯიკეთში საქართველოდან ძირითადად ექსპორტირდება უალკოჰოლო გაზიანი სასმელები, მინერალური და მტკნარი წყლები, კვებითი დანამატები, ნატურალური ყურძნის ღვინოები და სხვა აგრო-სასურსათო პროდუქცია.

დავით სონღულაშვილი ტაჯიკეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს