ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 8

„ქოცურ ივენთებზე, სადაც კობახიძე სიტყვით გამოდის წესიერ ადამიანს არ უნდა ვხედავდეთ. ნათია, ისე ნუ იზამ შენს მდგომარეობაზეც შევწუხდეთ“ - საავიაციო სოფლის გახსნის ღონისძიებაზე ირაკლი ალასანიას გამოჩენას ნინია კაკაბაძისა და ნათია ფანჯიკიძის დაპირისპირება მოჰყვა

„ქოცურ ივენთებზე, სადაც კობახიძე სიტყვით გამოდის წესიერ ადამიანს არ უნდა ვხედავდეთ. ნათია, ისე ნუ იზამ შენს მდგომარეობაზეც შევწუხდეთ“ - საავიაციო სოფლის გახსნის ღონისძიებაზე ირაკლი ალასანიას გამოჩენას ნინია კაკაბაძისა და ნათია ფანჯიკიძის დაპირისპირება მოჰყვა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სოციალურ ქსელში ნინია კაკაბაძესა და ნათია ფანჯიკიძეს შორის დაპირისპირება ამბასადორის საავიაციო სოფლის გახსნის ღონისძიებაზე ირაკლი ალასანიას გამოჩენას მოჰყვა, სადაც სიტყვით პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოვიდა. „არაფ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სოციალურ ქსელში ნინია კაკაბაძესა და ნათია ფანჯიკიძეს შორის დაპირისპირება ამბასადორის საავიაციო სოფლის გახსნის ღონისძიებაზე ირაკლი ალასანიას გამოჩენას მოჰყვა, სადაც სიტყვით პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოვიდა. „არაფ…

სოციალურ ქსელში ნინია კაკაბაძესა და ნათია ფანჯიკიძეს შორის დაპირისპირება ამბასადორის საავიაციო სოფლის გახსნის ღონისძიებაზე ირაკლი ალასანიას გამოჩენას მოჰყვა, სადაც სიტყვით პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოვიდა.

„არაფერი იდუმალი, სოხუმელმა ბიზნესმენმა გახსნა კაჭრეთში ავიასადგომი და დაპატიჟეს ვეტერანთა ორგანიზაციაც, სადაც ერთ-ერთი წევრია, ლ'ამაზად კი გაუქარდავთ“- ასე უპასუხა ფსიქოლოგმა, ირაკლი ალასანიას მეუღლემ, ნათია ფანჯიკიძემ ნინია კაკაბაძეს მას შემდეგ, რაც მან გაოცება გამოხატა ღონისძიებაზე ირაკლი ალასანიას დასწრებაზე.

ფანჯიკიძის ამ განმარტებას კაკაბაძემაც უპასუხა და მიუგო, რომ მსგავს ღონისძიებაზე დასწრება ყოვლად მიუღებელია.

„იმედის ქარდის გარეშეც, ქებურიას ქოცურ ივენთებზე, სადაც კობახიძე სიტყვით გამოდის წესიერ ადამიანს არ უნდა ვხედავდეთ! კონცერტებზე და თეატრში აღარ დავდივართ, იქ ქოცებს რომ არ გადავეყაროთ. რა საჭიროა ახლა ეს ამდენი პოლემიკა?! ეგრე ხდება, გაჩუმებით იწყება კონფორმიზმი და მერე გრძელდება როგორც თამარამ დაწერა ამაშუკელმა. ამიტომ, რომ გითხრა რამე მიკვირსთქო, მოგატყუებ. მეტს აღარ მოგწერ. ირაკლის იქ მისვლა და შენი თავის მართლება უხარიათ ახლა ქეთევან-ლაშა მიქიაშვილებს, თუ მაროშკინებს. თორემ ჩემი ლანძღვა, მე რომ მხოლოდ მახარებს, ეგ კარგად იციან“, - უპასუხა ნინია კაკაბაძემ ფანჯიკიძეს.

კაკაბაძემ ასევე დაამატა, რომ გაუგებარია, როგორ შეუძლია ირაკლი ალასანიას „ასე ჯდომა და ამ ბოროტების მანქანის სმენა“ და ფანჯიკიძეს სთხოვა ალასანიასთვის გადაეცა, რომ „ძალიან სამწუხაროა მისი ამ მდგომარეობაში ყურება.“

აქვე, კაკაბაძემ ფანჯიკიძის მიმართ მუქარანარევი რეპლიკით დაასრულა: „ნათია, ისე ნუ იზამ შენს მდგომარეობაზეც შევწუხდეთ.“

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს