ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 3

ჯანდაცვის სამინისტროში ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მშობლებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მიხეილ სარჯველაძე ესწრებოდა

ჯანდაცვის სამინისტროში ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მშობლებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მიხეილ სარჯველაძე ესწრებოდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჯანდაცვის სამინისტროში ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მშობლებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჯანდაცვის სამინისტროში ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მშობლებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა

ჯანდაცვის სამინისტროში ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მშობლებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მიხეილ სარჯველაძე ესწრებოდა.

უწყების ხელმძღვანელმა მათთან ერთად ბენეფიციარებისთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხები განიხილა. ამასთან, იმსჯელეს გასულ წელს იშვიათი დაავადებების სამკურნალო პროგრამის გაფართოების შედეგად დამატებული მედიკამენტების ეფექტურობაზეც - საუბარია ანტიბიოტიკებზე, ვიტამინებზე, საინჰალაციო და სხვა პრეპარატებზე. როგორც აღინიშნა, მედიკამენტები მკვეთრად აუმჯობესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს და ხელს უწყობს დაავადების მართვას, ასევე - გართულებების თავიდან აცილებასა და მკურნალობის შედეგების გაუმჯობესებას.

შეხვედრაზე ისაუბრეს პაციენტებისთვის დღეს არსებულ საჭიროებებსა და სარეაბილიტაციო სერვისების სპექტრის გაფართოების შესაძლებლობებზეც.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, მიმდინარეობს მუშაობა იშვიათი დაავადებების რეესტრის შექმნაზე, რომელშიც პირველი სწორედ ცისტურ ფიბროზთან დაკავშირებული მონაცემები აისახება, შემდეგ კი სხვა იშვიათ დაავადებებსაც მოიცავს. მინისტრის განცხადებით, მაქსიმალურად ეფექტური შედეგისთვის მნიშვნელოვანია პროცესში პაციენტების / მშობლების აქტიური ჩართულობა და ამისთვის უწყება მზადაა.

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, სამინისტროს მთავარი მიზანია პაციენტების ინტერესების დაცვა, შესაბამისად, მშობლებთან ერთად აქტიურად გაგრძელდება მუშაობა თითოეული მათგანის საჭიროების უზრუნველყოფისათვის.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

ცისტური ფიბროზი პროგრესიული გენეტიკური დაავადებაა, რომლის დროსაც არ ხდება ორგანიზმის მიერ წარმოქმნილი სეკრეტების გათხიერება, რის გამოც ხშირია პაციენტებში მორეციდივე სასუნთქი გზების ინფექციები.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს