ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 13

დავით ნარმანიამ იმერეთის ქარის ელექტროსადგურის პროექტის პირველი ეტაპის მშენებლობის დაწყების ცერემონია გახსნა

დავით ნარმანიამ იმერეთის ქარის ელექტროსადგურის პროექტის პირველი ეტაპის მშენებლობის დაწყების ცერემონია გახსნა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ 104 მგვტ-იანი სიმძლავრის იმერეთის ქარის ელექტროსადგურის პროექტის პირველი ეტაპის მშენებლობის დაწყების ცერემ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ 104 მგვტ-იანი სიმძლავრის იმერეთის ქარის ელექტროსადგურის პროექტის პირველი ეტაპის მშენებლობის დაწყების ცერემ…

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ 104 მგვტ-იანი სიმძლავრის იმერეთის ქარის ელექტროსადგურის პროექტის პირველი ეტაპის მშენებლობის დაწყების ცერემონია გახსნა და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა, - ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

უწყების ცნობით, სემეკის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს ენერგოსექტორის საინვესტიციო მიმზიდველობაზე და ქვეყანაში არსებული განახლებადი ენერგიის რესურსების ათვისების მნიშვნელობაზე ელექტროენერგიის წარმოების ზრდისა და ენერგეტიკული პოტენციალის გაძლიერების მიმართულებით.

„იმერეთის ქარის ელექტროსადგურის პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების, ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციისა და ადგილობრივი განახლებადი ენერგიის რესურსების ეფექტიანი გამოყენების მიმართულებით. ამასთან, პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყანაში ელექტროენერგიის წარმოების ზრდას, საინვესტიციო გარემოს გაძლიერებასა და ეკონომიკურ განვითარებას. პროექტი მნიშვნელოვანია თანამედროვე ჩინური ტექნოლოგიების დანერგვის თვალსაზრისითაც.

პროექტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ინიციატივაა, რომელიც ამავდროულად, ხელს უწყობს საქართველოსა და ჩინეთს შორის მწვანე ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას. ვიმედოვნებ, რომ უახლოეს ხანებში ენერგეტიკის სექტორში სხვა ჩინური ინვესტიციებიც იქნება მოზიდული“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

104 მგვტ-იანი სიმძლავრის იმერეთის ქარის ელექტროსადგურის პროექტს ახორციელებს „აღმოსავლეთის ენერგოკორპორაცია“.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს