ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 13

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე მთავრობის მიერ სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტები განიხილეს და მხარი დაუჭირეს. ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე მთავრობის მიერ სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტები განიხილეს და მხარი დაუჭირეს. ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრე…

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე მთავრობის მიერ სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტები განიხილეს და მხარი დაუჭირეს.

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი - საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტი)“ გააცნო.

მისი განცხადებით, სასესხო შეთანხმების თანახმად, 324,7 მილიონი ევრო გამოიყოფა, საიდანაც 166 მილიონი ევრო რკინიგზისთვის ლოკომოტივების შეძენას, 158 მილიონი ევრო - კახეთის მიმართულებით რამდენიმე გზის მშენებლობას მოხმარდება. კერძოდ, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ბადიაურიდან ჩალაუბნამდე 17კმ-იანი, გურჯაანიდან თელავამდე 36 კმ-იანი და ჩალაუბნიდან ბაკურციხემდე 4კმ-იანი გზის მონაკვეთების მშენებლობა.

აღნიშნული სესხი 25 წლიანია; ხოლო 10 წელი შეღავათიანი.

გიორგი კაკაურიძემ სხდომაზე ასევე წარმოადგინა „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (თბილისის შემოვლითი გზის პროექტი (მე-4 და მე-5 ლოტები)“.

მისი განმარტებით, თბილისის შემოვლითი გზის სამი ლოტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, ხოლო მე-4 და მე-5 ლოტების მშენებლობისთვის აზიის განვითარების ბანკი 250 მილიონ დოლარს გამოყოფს.

სესხის ხანგრძლივობა 23 წელია, საიდანაც 8 წელი შეღავათიანი პერიოდია. სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2031 წლის 31 დეკემბრისთვის არის დაგეგმილი.

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ სხდომაზე „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (საქართველოში საბანკო რეზოლუციისათვის მზადყოფნის პროექტი)“ წარმოადგინა, რომელიც 2031 წლის 15 ივლისამდე 35 მილიონი დოლარის მოცულობის საკრედიტო ხაზის გამოყოფას ითვალისწინებს.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ასევე განიხილეს „2020 წლის 31 ივლისის „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო შეთანხმების (ქალაქ ხაშურისა და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მომსახურების გაუმჯობესება)“ N2 ცვლილების შეთანხმება“, რომელიც საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა წარმოადგინა. ცვლილება ეხება სესხის ხელმისაწვდომობის ვადის 2 წლით, 2028 წლის 30 ივნისამდე გახანგრძლივებას.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს