ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 11

გივი მიქანაძემ და სლოვაკეთის განათლების, კვლევის, განვითარებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი

გივი მიქანაძემ და სლოვაკეთის განათლების, კვლევის, განვითარებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სლოვაკეთის განათლების, მეცნიერების, კვლევის, განვითარებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით მემორანდუმი გაფორმდა.…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სლოვაკეთის განათლების, მეცნიერების, კვლევის, განვითარებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით მემორანდუმი გაფორმდა.…

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სლოვაკეთის განათლების, მეცნიერების, კვლევის, განვითარებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და სლოვაკეთის განათლების, მეცნიერების, კვლევის, განვითარებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ტომაშ დრაკერმა.

მემორანდუმი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს. პარტნიორობის ფარგლებში მხარეები ხელს შეუწყობენ გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინსტიტუტებს შორის კავშირების გაღრმავებას, ასევე ახალგაზრდებისთვის ახალი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას.

შეხვედრისას მინისტრებმა, მემორანდუმით გათვალისწინებული ინიციატივების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს და თანამშრომლობის კოორდინაციისთვის სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ.

გივი მიქანაძემ ტომაშ დრაკერს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების, განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებისა და თანამედროვე მოთხოვნებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს განვითარების შესახებ.

ტომაშ დრაკერმა, თავის მხრივ, საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკას შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის განვითარების მზადყოფნა დაადასტურა.

გივი მიქანაძემ სლოვაკ კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოში ვიზიტით მოიწვია.

ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს