ეროვნული თავდაცვის აკადემია სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღებას აცხადებს

USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px
მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF
- ეროვნული თავდაცვის აკადემია სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღებას აცხადებს. სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის მსურველებს პროგრამაზე ჩასარიცხად უნდა ჰქონდეთ: არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებუ…
- მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.
ეროვნული თავდაცვის აკადემია სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღებას აცხადებს. სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის მსურველებს პროგრამაზე ჩასარიცხად უნდა ჰქონდეთ: არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებუ…
ეროვნული თავდაცვის აკადემია სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღებას აცხადებს.
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის მსურველებს პროგრამაზე ჩასარიცხად უნდა ჰქონდეთ:
- არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- დარეგისტრირდებიან და ჩააბარებენ ერთიანი ეროვნული გამოცდების საერთო სამაგისტრო გამოცდებს (მაგისტრანტობის კანდიდატები ერთიანი ეროვნული გამოცდების საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაციას გაივლიან ინტერნეტით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.gov.ge; online.naec.ge). რეგისტრაციის ვადები (2026 წლის 6 აპრილი - 11 მაისი), გამოცდების თარიღები და სხვა ინსტრუქციები განთავსებული იქნება იგივე ვებგვერდზე);
- ჩააბარებენ მისაღებ გამოცდას სპეციალობაში-გასაუბრება (მისაღები გამოცდის თემატიკა გამოქვეყნდება აკადემიის ვებ-გვერდზე შიდა გამოცდის თარიღამდე მინიმუმ ორი კვირით ადრე);
- ჩააბარებენ აკადემიის მიერ ორგანიზებულ ინგლისური ენის გამოცდას STANAG 2/2/2/2 (სტანაგის თაობაზე ინფორმაცია იხილეთ თავდაცვის სამინისტროს ინტერნეტ გვერდზე - https://mod.gov.ge/ge/page/116/stanag-6001 ან თავდაცვის სამინისტროს შიდა პორტალზე - pd - mil.ge/english-text) ან წარმოადგენენ ენის ცოდნის შესაბამისი დონის დამადასტურებელ სერტიფიკატს მინიმუმ CEFR B2 (ან შესაბამისი დონის TOEFEL/ILTS/ECL ან სხვა საერთაშორისო ინგლისური ენის გამოცდა) ან წარმოადგენენ დიპლომს/სერტიფიკატს, რომელიც ადასტურებს, რომ გავლილი აქვთ ინგლისურენოვანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა ან სამხედრო საკარიერო კურსი (CCC, CGSC, WAR COLLEGE და ა.შ.);
- სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე მაგისტრანტობის კანდიდატები პროგრამებზე ირიცხებიან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
- სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის დაწყების თარიღი: 2026 წლის 5 ოქტომბერი
სამაგისტრო პროგრამებზე მიიღებიან:
- თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეები, სამოქალაქო და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები;
- სახელმწიფო უწყებათა მოქმედი მოსამსახურეები;
- პროგრამაზე ასევე დაიშვებიან საქართველოს მოქალაქეობის მქონე სამოქალაქო პირები.
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე