ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 9

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებში დარღვევები გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებში დარღვევები გამოავლინა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს საზოგადოებრივი კვების ობიექტების შემოწმებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. სააგენტოს ინსპექტორების მიერ ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად, დარღვევები გამოვლინდა აჭარასა და თბილისში მ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს საზოგადოებრივი კვების ობიექტების შემოწმებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. სააგენტოს ინსპექტორების მიერ ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად, დარღვევები გამოვლინდა აჭარასა და თბილისში მ…

სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს საზოგადოებრივი კვების ობიექტების შემოწმებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. სააგენტოს ინსპექტორების მიერ ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად, დარღვევები გამოვლინდა აჭარასა და თბილისში მდებარე კაფე-ბარებში, რესტორნებსა და სასადილოებში. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა თურქულ რესტორანში (შპს ,,უმუთ”, ს/კ 439409294, ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ახალსოფელი) განმეორებით გამოავლინეს ვადაგასული საქონლის ხორცი, ეტიკეტირების წესის დარღვევა და არაკრიტიკული შეუსაბამობების შეუსრულებლობა, რის გამოც ბიზნესოპერატორი 3000 ლარით დაჯარიმდა.

კრიტიკული შეუსაბამობების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა კაფე-ბარ-რესტორან ,,იემენს” ბათუმში (შპს ,,ისტ იემენი”, ს/ნ 400360603, რუსთაველის #61), ინდივიდუალურ მეწარმე ხ. შ-ს (მამას რესტორანი, ქ. ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი 300ა), სადაც დარღვეული იყო ჰიგიენური ნორმები, ასევე სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი; შპს ,,ჩუქუროვა ლეზზეთს” (ს/კ 437082620, ქ. ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი 300 ა), სადაც, სხვა დარღვევებთან ერთად, აღმოჩნდა ცხვრის ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე.

სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე, თევდორე მღვდლის 5-ში, ავტოფარეხებში მდებარე სასადილოები შეამოწმეს. ფიზიკური პირების - ხ. ხ-სა დ.ფ-ს ობიექტებს არ აქვთ შესრულებული სააგენტოს მითითება კონკრეტული საწარმოო პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით; გარდა ამისა, არ არიან რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რის გამოც დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საქმიანობა.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა აწარმოონ კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად და დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს