ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 11

გივი მიქანაძემ ბრატისლავაში PISA 2025-ის კვლევის შედეგების საერთაშორისო რეგიონულ პრეზენტაციაზე საქართველოს პროგრესსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა

გივი მიქანაძემ ბრატისლავაში PISA 2025-ის კვლევის შედეგების საერთაშორისო რეგიონულ პრეზენტაციაზე საქართველოს პროგრესსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მონაწილეობა მიიღო PISA 2025-ის კვლევის შედეგების საერთაშორისო რეგიონულ პრეზენტაციაში, რომელიც ბრატისლავაში გაიმართა. მინისტრმა სიტყვით მიმართ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მონაწილეობა მიიღო PISA 2025-ის კვლევის შედეგების საერთაშორისო რეგიონულ პრეზენტაციაში, რომელიც ბრატისლავაში გაიმართა. მინისტრმა სიტყვით მიმართ…

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მონაწილეობა მიიღო PISA 2025-ის კვლევის შედეგების საერთაშორისო რეგიონულ პრეზენტაციაში, რომელიც ბრატისლავაში გაიმართა.

მინისტრმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და PISA-ს უახლესი კვლევის ფარგლებში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა.

,,მინდა, მივულოცო სრულიად საზოგადოებას და აკადემიურ წრეებს საქართველოს მიღწევები - ჩვენმა ქვეყანამ ყველა ძირითად სფეროში გააუმჯობესა მაჩვენებლები და მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიაღწია საუკეთესო შედეგს, რითაც კვლევაში მონაწილე მსოფლიოს 91 ქვეყანას შორის რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს.

საერთაშორისო დონეზე ასეთი მიღწევები, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა, თუმცა ჩვენი ქვეყნის შედეგები ჯერ კიდევ ჩამოუვარდება საერთაშორისო საშუალოს. სწორედ ამიტომ ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას განათლების ხარისხისა და სისტემის გაუმჯობესების თვალსაზრისით. PISA-ს კვლევის შედეგებს ვიყენებთ, როგორც ეფექტიან საშუალებას, რათა უკეთ დავგეგმოთ საგანმანათლებლო პოლიტიკა და კიდევ უფრო ზუსტად განვსაზღვროთ პრიორიტეტები, არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები.

სასიხარულოა ის ფაქტი, რომ საქართველოში, საერთაშორისო მაჩვენებელთან შედარებით, სკოლის მოსწავლეთა მიღწევებზე ნაკლები გავლენა აქვს სოციალურ სტატუსს და მასთან დაკავშირებულ ფაქტორებს. თანასწორობის მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა ჩვენთვის კვლავ მთავარ საზრუნავად რჩება და ამ მიმართულებით გვაქვს გამოწვევები. სწორედ ამ მიზნით, ვახორციელებთ ზოგადი განათლების ფუნდამენტურ რეფორმას და, დარწმუნებული ვარ, განხორციელებული ინიციატივების შედეგად, მომავალში მნიშვნელოვანი წინსვლა გვექნება განათლების ხარისხის თვალსაზრისით.

PISA-სთან გვაქვს ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა – ამის დასტურია ის, რომ მომავალ წელს სწორედ საქართველო უმასპინძლებს პროფესიული დიალოგისთვის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას. კერძოდ, 2027 წელს ბათუმში, გაიმართება PISA-ს მმართველი საბჭოს შეკრება. ასეთი მასშტაბური და გამორჩეული შეხვედრის მასპინძლობა მართლაც განსაკუთრებული მოვლენაა საქართველოს განათლების სისტემისთვის, სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვისა და აკადემიური სფეროსთვის. უნდა აღინიშნოს, რომ PISA-ს ფორმატში მსგავსი მაღალი რანგის ღონისძიების ჩატარება საქართველოში პირველად ხდება, რაც საქართველოსთან გამორჩეული თანამშრომლობის დასტურიცაა”, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

PISA-ს 2025 წლის კვლევის შედეგების პრეზენტაციაში ცენტრალური, აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ევროპის, ასევე აზიის 31 ქვეყნის განათლების მინისტრები მონაწილეობდნენ.

ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს