ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 10

ავთანდილ კასრაძე: ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლა ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, იდეა რეალურ პროექტად აქციონ

ავთანდილ კასრაძე: ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლა ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, იდეა რეალურ პროექტად აქციონ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძი…

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა გახსნეს.

როგორც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძემ განაცხადა, ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლა ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, იდეა რეალურ პროექტად აქციონ და სტარტაპის შექმნის პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ.

„პროგრამის წარმატებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან პარტნიორობას, რომლის ჩართულობა აკადემიურ ცოდნას, ინოვაციებსა და მეწარმეობას ერთმანეთთან აკავშირებს. ჩვენი თანამშრომლობით, 2021 წლიდან პროგრამაში უკვე 250-მდე სტუდენტი ჩაერთო. გვჯერა, რომ ასეთი ინიციატივები აძლიერებს ახალგაზრდების შესაძლებლობებს და ქმნის საქართველოს ინოვაციური ეკოსისტემის მომავალს,” - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.

წელს ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლაში 40-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. ორი თვის განმავლობაში, ბანაკის მონაწილეები გუნდებად მუშაობდნენ, მიიღეს ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება სტარტაპის შექმნისა და განვითარების მიმართულებით. ასევე იმუშავეს იდეების ვალიდაციაზე, ბიზნეს მოდელის შექმნასა და ინოვაციური პროექტების განვითარებაზე.

პროგრამის დასკვნით ეტაპზე ჟიურის წინაშე რვა გუნდმა წარადგინა საკუთარი ინოვაციური იდეები და პროექტები.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს