ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 11

ირაკლი ლექვინაძე ჩინეთში ეროვნული სამართლიანი კონკურენციის კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

ირაკლი ლექვინაძე ჩინეთში ეროვნული სამართლიანი კონკურენციის კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ, ჩინეთის ქალაქ სიანში, ეროვნული სამართლიანი კონკურენციის კონფერენციში (NFCCC) მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას საქართველოს კონკურენცი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ, ჩინეთის ქალაქ სიანში, ეროვნული სამართლიანი კონკურენციის კონფერენციში (NFCCC) მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას საქართველოს კონკურენცი…

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ, ჩინეთის ქალაქ სიანში, ეროვნული სამართლიანი კონკურენციის კონფერენციში (NFCCC) მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

ჩინეთის სახელმწიფო ბაზრის რეგულირების ადმინისტრაციის (SAMR) ორგანიზებით გამართულ მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიებაში კონკურენციის უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, ასევე დარგის ექსპერტები მონაწილეობდნენ.

ირაკლი ლექვინაძემ კონფერენციის მთავარ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის ეფექტიანი კონკურენციის პოლიტიკის მნიშვნელობაზე, სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგზე, მონოპოლიზაციის რისკების შემცირებასა და კონკურენციის, საინვესტიციო და სამრეწველო პოლიტიკებს შორის სწორი ბალანსის უზრუნველყოფაზე.

ღონისძიების მონაწილეებს GCCA-ის თავმჯდომარემ კონკურენციის აღსრულებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს გამოცდილება გააცნო.

„ეფექტიანი კონკურენციის პოლიტიკა მდგრადი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. გლობალური გაურკვევლობის პირობებში ძლიერი კონკურენციის პოლიტიკა ეკონომიკას უფრო მდგრადსა და მოქნილს ხდის, ამცირებს მონოპოლიზაციის რისკებს და ზრდის ინვესტორთა ნდობას,“ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

სააგენტოს თავმჯდომარემ ასევე ხაზი გაუსვა ციფრულ ეპოქაში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის გამოწვევებს, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მნიშვნელობას და საქართველო-ჩინეთს შორის მზარდ ეკონომიკურ კავშირებს. მისი თქმით, საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაში, მათ შორის, შუა დერეფნისა და აბრეშუმის გზის მარშრუტების ფარგლებში.

კონფერენციის დღის წესრიგის ფარგლებში, მონაწილეებმა იმსჯელეს ანტიმონოპოლიური აღსრულების გაძლიერებასა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაზე; ეკონომიკური კონცენტრაციების კონტროლსა და ერთიანი ეროვნული ბაზრის განვითარებაზე; არაკეთილსინდისიერი კონკურენციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე; ასევე ბაზარზე სამართლიანი კონკურენციის შემაფერხებელი ბარიერების აღმოფხვრაზე.

2026 წლის ეროვნული სამართლიანი კონკურენციის კონფერენცია 7-8 სექტემბერს, ჩინეთის ქალაქ სიანში გაიმართა. ღონისძიების მთავარი თემა იყო - „ერთიანი ეროვნული ბაზარი, სამართლიანი კონკურენცია მომავლისთვის - მაღალი ხარისხით, სამართლიანი ფასებითა და ჯანსაღი კონკურენციით გამორჩეული საბაზრო გარემოს ჩამოყალიბება“.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს