ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 8

სარკინიგზო საზღვრის კვეთის საკითხებზე საერთაშორისო შეხვედრა გაიმართა

სარკინიგზო საზღვრის კვეთის საკითხებზე საერთაშორისო შეხვედრა გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს რკინიგზის მხარდაჭერით,თბილისში, საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვებისას საზღვრის კვეთის პროცედურების გამარტივების საკითხებთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს რკინიგზის მხარდაჭერით,თბილისში, საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვებისას საზღვრის კვეთის პროცედურების გამარტივების საკითხებთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავ…

საქართველოს რკინიგზის მხარდაჭერით,თბილისში, საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვებისას საზღვრის კვეთის პროცედურების გამარტივების საკითხებთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

ღონისძიებაზე მონაწილეებმა სარკინიგზო სფეროში მოქმედი საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტების იმპლემენტაციაზე, ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და სახელმწიფო მარეგულირებელ უწყებებსა და სარკინიგზო კომპანიებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე იმსჯელეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების მონაწილეებს შორის ელექტრონული მონაცემების ურთიერთგაცვლისა და ამ ტიპის გადაზიდვების შემდგომ დიჯიტალიზაციის, საბაჟო და სასაზღვრო კონტროლის ეფექტიანობის გაზრდისა და შესაბამისი პროცედურების გამარტივების საკითხებს.

დელეგაციის წევრებმა საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვებისას საბაჟო პროცედურების განხორციელების მიმართულებით, ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და საბაჟო და სასაზღვრო კონტროლის პროცესში ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების შესაძლებლობები განიხილეს.

ღონისძიებაში UN ESCAP-ისა და OSJD-ის წევრი 18 სახელმწიფოს 80-ზე მეტი წარმომადგენელი, მათ შორის სახელმწიფო უწყებების, სარკინიგზო კომპანიებისა და შესაბამისი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრა რკინიგზების თანამშრომლობის ორგანიზაციისა (OSJD) და გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UN ESCAP) ეგიდით გაიმართა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს