ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 3

მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს ტყუილში ამხელს - „2019 წლის 19 ივნისს საღამოს შენთან ვიყავი სახლში, შენს მეგობრებთან ერთად ილხენდი. სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს“

მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს ტყუილში ამხელს - „2019 წლის 19 ივნისს საღამოს შენთან ვიყავი სახლში, შენს მეგობრებთან ერთად ილხენდი. სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს“
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს ტყუილში ამხელს. ნიორაძე იხსენებს 2019 წლის 19 ივნისს, როდესაც სალომე ზურაბიშვილს თბილისში სახლში ეწვია, სადაც ის მეგობრებთან ერთად ილხენდა, ზურაბიშვილმა კი გუშინ „ფორმულას“ ჟუ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს ტყუილში ამხელს. ნიორაძე იხსენებს 2019 წლის 19 ივნისს, როდესაც სალომე ზურაბიშვილს თბილისში სახლში ეწვია, სადაც ის მეგობრებთან ერთად ილხენდა, ზურაბიშვილმა კი გუშინ „ფორმულას“ ჟუ…

მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს ტყუილში ამხელს. ნიორაძე იხსენებს 2019 წლის 19 ივნისს, როდესაც სალომე ზურაბიშვილს თბილისში სახლში ეწვია, სადაც ის მეგობრებთან ერთად ილხენდა, ზურაბიშვილმა კი გუშინ „ფორმულას“ ჟურნალისტს განუცხადა, რომ 7 წლის წინ აღნიშნულ დროს ბელარუსში იმყოფებოდა.

„სალომე რატომ იტყუები? შენ გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში როგორც ამბობ, და რაღაც არ მახსოვს ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს,“- ამ სიტყვებით მეცო-სოპრანო ზურაბიშვილს მიმართავს.

“დღეს „შაბათის ფორმულას“ ვუცქერ, 20 ივნისის 7 წლისთავი ლიზა ციციშვილის რეპორტაჟი რუსთაველის გამზირიდან, კითხვას უსვამს სალომე ზურაბიშვილს აქვიაზე მისულს :

-თქვენი ემოცია თუ გახსოვთ შვიდი წლის წინ, როცა ნახეთ პარლამენტის წინ რაც ხდებოდა..?

სალომე ზურაბიშვილი:

- მე მახსოვს ჩემი ემოცია, იმიტომ რომ რაღაც საერთაშორისო სპორტული ის იყო, და ვიყავი ბელარუსში, და იქიდან გამოვფრინდი……

მე კარგად მახსოვს სალომე!

19 ივნისს საღამოს 7 დან -9მდე ვიყავი შენთან სახლში, შენს მეგობრებთან ერთად ილხენდი. უკვევ საკმაოდ იყავით შეზარხოშებულნი როდესაც მოვედი. შემდეგ სახლის ბანზე ახვედით და იქ გააგრძელეთ სმა! მე ადრე წამოვედი ვინაიდან თქვენს საზეიმო განწყობას ვერ მოვერგე, არც “საბუტილნიცობა” ვერ გაგიწიეთ მოქეიფეებს.

რუსთაველზე სიტუაცია იძაბებოდა, ამიტომ სახლში ადრე დავბრუნდი.

სალომე! შენიდან დაბრუნებულმა ტელევიზიის პირდაპირი ეთერით ვიხილე ხალხის დარბევა და დასახიჩრება. ის ღამე თეთრად გავათენე, ვინაიდან 20 მდე პოლიციის განყოფილება შემოვიარე და ვერსად ჩემი შვილი ვერ ვიპოვე. უამრავი ახალგაზრდა ხელბორკილდადებული და დასისხლიანებული ვნახე განყოფილებებში. უშედეგო ძებნის შემდეგ შენ დაგირეკე

( თბილისში და არა ბელორუსში)

პირველი შენი კითხვა იყო: -“ტყვიით ხომ არ დაშავებულა? “

მეორე კითხვა! ( მკაცრი ტონით) -რატომ გავიდა? რა უნდოდა იქა?

სალომე რატომ იტყუები? შენ გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში როგორც ამბობ, და რაღაც არ მახსოვს ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს.

“ტყუილს მოკლე ფეხი აქვს!””- წერს მზია ნიორაძე.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს