ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 5

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ფესტივალში „ოქროს თავთავი - ქართული ხორბლის გაცოცხლებული ტრადიცია“ მონაწილეობდა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ფესტივალში „ოქროს თავთავი - ქართული ხორბლის გაცოცხლებული ტრადიცია“ მონაწილეობდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ქართული ხორბლის კულტურის საერთაშორისო აღიარების აღსანიშნავად გამართულ ფესტივალში „ოქროს თავთავი - ქართული ხორბლის გაცოცხლებული ტრადიცია“ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა მიიღო მონაწილეობა. გარემოს დაცვისა დ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ქართული ხორბლის კულტურის საერთაშორისო აღიარების აღსანიშნავად გამართულ ფესტივალში „ოქროს თავთავი - ქართული ხორბლის გაცოცხლებული ტრადიცია“ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა მიიღო მონაწილეობა. გარემოს დაცვისა დ…

ქართული ხორბლის კულტურის საერთაშორისო აღიარების აღსანიშნავად გამართულ ფესტივალში „ოქროს თავთავი - ქართული ხორბლის გაცოცხლებული ტრადიცია“ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა მიიღო მონაწილეობა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაწილეობით, ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ, რომელმაც ქართული ხორბლის ენდემური სახეობების, ადგილობრივი ჯიშების დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„საქართველო პურის ხორბლის წარმოშობის პირველადი კერაა. ქართული ხორბლის ენდემური სახეობებისა და ადგილობრივი ჯიშების მოძიება, დაცვა, კვლევა და მომავალი თაობებისთვის შენარჩუნება ჩვენი ქვეყნის აგრობიომრავალფეროვნებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამასთანავე, არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი უნიკალური, მათ შორის, ნუტრიციული თვისებების შესახებ ქართული ხორბლის კულტურის პოპულარიზაცია და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ქართული ხორბლის, როგორც ჩვენი ისტორიისა და იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილის წარმოჩენას და მის მიმართ ინტერესის ზრდას“, - განაცხადა ლევან უჯმაჯურიძემ.

ფესტივალის ფარგლებში ცენტრის მიერ წარმოდგენილი იქნა ქართული ხორბლის, ქერის ენდემური სახეობების და ადგილობრივი ჯიშების ნიმუშები, ბეჭდური სამეცნიერო და საინფორმაციო მასალები, რომელიც აგრობიომრავალფეროვნების დაცვის საკითხებს ეხება.

სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ ცენტრის საქმიანობას მცენარეთა გენეტიკური რესურსების მოძიების, დაცვისა და კონსერვაციის მიმართულებით. წარმოდგენილი იყო აგრეთვე ჯიღაურას ბაზაზე დაცული იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებისგან დამზადებული ღვინის ნიმუშები.

ფესტივალი „ოქროს თავთავი - ქართული ხორბლის გაცოცხლებული ტრადიცია“ პურ-ცხობის უძველესი ტრადიციების პოპულარიზაციასა და ქართული ხორბლის კულტურის წარმოჩენას მიეძღვნა. ღონისძიება გაერთიანება „ქართული ხორბლის“ ორგანიზებით გაიმართა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს