ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 10

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი იტალიელ მეცნიერებთან თანამშრომლობით ვაზის ფიტოპლაზმურ დაავადებებს იკვლევს

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი იტალიელ მეცნიერებთან თანამშრომლობით ვაზის ფიტოპლაზმურ დაავადებებს იკვლევს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოში ვაზის ფიტოპლაზმური დაავადებების გავრცელებისა და მათი გენეტიკური თავისებურებების შესწავლის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მილანის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით კვლევას ახორციელებს. კვლევ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოში ვაზის ფიტოპლაზმური დაავადებების გავრცელებისა და მათი გენეტიკური თავისებურებების შესწავლის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მილანის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით კვლევას ახორციელებს. კვლევ…

საქართველოში ვაზის ფიტოპლაზმური დაავადებების გავრცელებისა და მათი გენეტიკური თავისებურებების შესწავლის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მილანის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით კვლევას ახორციელებს.

კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ოქროსფერი სიყვითლის (Flavescence dorée, FD) იდენტიფიცირება და მისი გავრცელების შესაძლო რისკების შეფასება.

კვლევის ფარგლებში, მილანის უნივერსიტეტის პროფესორმა ფაბიო ქუაგლინომ, ცენტრის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტის სპეციალისტებთან ერთად, ჯიღაურას ბაზაზე, ასევე თელავის, ყვარლისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების ვენახებში ვაზის ფიტოპლაზმური დაავადებების მონიტორინგი ჩაატარა.

მონიტორინგის შედეგად დაავადების სიმპტომების მქონე ვაზის ნიმუშები შეგროვდა. ნიმუშების ლაბორატორიული კვლევა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ვირუსოლოგიის ლაბორატორიასა და მილანის უნივერსიტეტში განხორციელდება. მათი შესწავლისთვის გამოყენებული იქნება თანამედროვე მოლეკულური დიაგნოსტიკისა და სიქვენსირების მეთოდები, რაც დაავადებების ზუსტი იდენტიფიცირებისა და ფიტოპლაზმების გენეტიკური მრავალფეროვნების განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა.

კვლევის მიმდინარეობისა და შემდგომი ეტაპების შესახებ ქართველმა და იტალიელმა სპეციალისტებმა სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს. მხარეებმა ვაზის ფიტოპლაზმური დაავადებების თანამედროვე დიაგნოსტიკის მეთოდები, მიღებული ნიმუშების შემდგომი კვლევისა და შედეგების ერთობლივი ანალიზის საკითხები განიხილეს.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და მილანის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება და ერთობლივი კვლევების განხორციელებას, სამეცნიერო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას მოიცავს.

პროფესორ ფაბიო ქუაგლინოს საქართველოში ვიზიტი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის კვლევითი საგრანტო პროექტის „ვაზის ფიტოპლაზმური დაავადებების GY გენეტიკური მრავალფეროვნების შესწავლა და EPPO სტანდარტებით სარგავი მასალის სერტიფიცირების პროგრამის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა.

ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს