ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 11

ComCom-სა და SpaceX-ს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ComCom-სა და SpaceX-ს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავა და კომისიის წევრი ეკატერინე იმედაძე კომპანია SpaceX-ის ევროპისა და აფრიკის რეგიონებში Starlink-ის საერთაშორისო პოლიტიკის ხელმძღვანელს, დაინამაიტ ობინას შეხვდნენ. სამუშაო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავა და კომისიის წევრი ეკატერინე იმედაძე კომპანია SpaceX-ის ევროპისა და აფრიკის რეგიონებში Starlink-ის საერთაშორისო პოლიტიკის ხელმძღვანელს, დაინამაიტ ობინას შეხვდნენ. სამუშაო…

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავა და კომისიის წევრი ეკატერინე იმედაძე კომპანია SpaceX-ის ევროპისა და აფრიკის რეგიონებში Starlink-ის საერთაშორისო პოლიტიკის ხელმძღვანელს, დაინამაიტ ობინას შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა კომპანიის საქართველოში ოპერირების პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ComCom-ის წარმომადგენლებმა ქვეყანაში სატელეკომუნიკაციო სექტორში არსებულ მდგომარეობაზე, სამომავლო ხედვასა და საქართველოში ინოვაციური სატელეკომუნიკაციო სერვისების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს. ამასთან, მხარეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა მაღალსიჩქარიანი დაკავშირებადობის გაუმჯობესება, კრიტიკული ინფრასტრუქტურის მდგრადობის გაძლიერება და სატელიტური ინტერნეტის შესაძლებლობების შემდგომი განვითარება. მათ შორის, არსებული ტექნიკური სტანდარტების განახლება, Starlink-ის ახალი თაობის მომხმარებლის ტერმინალების დანერგვა, რაც ინტერნეტის სიჩქარისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. საუბარი ასევე შეეხო Starlink for Good ინიციატივას, რომელიც ადგილობრივი თემებისა და სკოლებისთვის დაკავშირებადობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

კომუნიკაციების კომისიის მხრიდან სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის, სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებისა და იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ Starlink მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე თანამგზავრული ფართოზოლოვანი ინტერნეტსისტემაა, რომელიც მაღალსიჩქარიან და დაბალი დაყოვნების მქონე ინტერნეტკავშირს უზრუნველყოფს, მათ შორის ისეთ ადგილებში, სადაც ინტერნეტზე წვდომა არასაიმედო, შეზღუდული ან სრულიად მიუწვდომელია. SpaceX-ს დღეისათვის 13 000-მდე „Starlink“-ის დაბალორბიტალური (LEO) თანამგზავრი აქვს გაშვებული, რაც სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომას უზრუნველყოფს.

საქართველოში თანამგზავრული ინტერნეტმომსახურების მიწოდების მიზნით შპს „სტარლინკ ჯორჯიამ“ ავტორიზაცია 2022 წლის ივლისში გაიარა, ხოლო აბონენტების მომსახურება 2023 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო.

2026 წლის ივნისის მონაცემებით, კომპანიის აბონენტების რაოდენობა საქართველოს მასშტაბით 5 435-ს შეადგენს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომპანიის აბონენტების რაოდენობა ყოველთვიურად საშუალოდ 200-ით იზრდება. ფიზიკური პირებისთვის შეთავაზებული ინტერნეტის სიჩქარე 100–150 მბ/წმ-ს, ხოლო იურიდიული პირებისთვის - 220 მბ/წმ-ს შეადგენს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს