ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 16

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის კოლაბორაციული ცენტრის სტატუსი მეორე ვადით მიენიჭა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის კოლაბორაციული ცენტრის სტატუსი მეორე ვადით მიენიჭა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით, ჯანმოს კოლაბორაციული ცენტრის სტატუსი მეორე ვადით, 2026 წლის 13 სექტემ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით, ჯანმოს კოლაბორაციული ცენტრის სტატუსი მეორე ვადით, 2026 წლის 13 სექტემ…

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით, ჯანმოს კოლაბორაციული ცენტრის სტატუსი მეორე ვადით, 2026 წლის 13 სექტემბრიდან 2030 წლის 12 სექტემბრამდე მიანიჭა.

მსოფლიოში ჰეპატიტების მიმართულებით ჯანმოს 10 კოლაბორაციული ცენტრი ფუნქციონირებს, თუმცა უშუალოდ „ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის“ მიმართულებით სპეციალიზებული კოლაბორაციული ცენტრის სტატუსი მხოლოდ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს აქვს მინიჭებული.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მიერ ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგებისა და ქართველი სპეციალისტების მაღალი პროფესიონალიზმის მორიგი საერთაშორისო აღიარებაა. ქვეყანამ არა მხოლოდ შექმნა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წარმატებული მოდელი, არამედ საკუთარ გამოცდილებასა და პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს სხვა ქვეყნებსაც აქტიურად უზიარებს, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა როგორც ეროვნული ჯანდაცვის სისტემისთვის, ასევე ამ პროცესში ჩართული თითოეული პროფესიონალისთვის.

საქართველოში სასწავლო ვიზიტით უკვე იმყოფებოდა სხვადასხვა ქვეყნის დელეგაცია. გარდა ამისა, ცენტრის სპეციალისტები მონაწილეობდნენ ჯანმოს საერთაშორისო მისიებში, სადაც ჩართული იყვნენ გამოცდილების გაზიარებისა და პროფესიული თანამშრომლობის პროცესში.

საქართველო წარმატებით აგრძელებს სვლას ვირუსული ჰეპატიტების სრულ ელიმინაციამდე და გლობალურ დონეზე ერთ-ერთ წამყვან პოზიციას ინარჩუნებს.

ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს