ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 9

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე თესლის საშუალო და გრძელვადიანი შენახვის ეროვნული გენეტიკური ბანკის მშენებლობის დაწყების აღსანიშნავად, საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო. გარემოს დაცვისა და…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე თესლის საშუალო და გრძელვადიანი შენახვის ეროვნული გენეტიკური ბანკის მშენებლობის დაწყების აღსანიშნავად, საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო. გარემოს დაცვისა და…

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე თესლის საშუალო და გრძელვადიანი შენახვის ეროვნული გენეტიკური ბანკის მშენებლობის დაწყების აღსანიშნავად, საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნული გენეტიკური ბანკის შექმნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომლის მიზანი საქართველოს მცენარეთა გენეტიკური რესურსების, აგრობიომრავალფეროვნების, უნიკალური ენდემური სახეობებისა და ქართული ჯიშების დაცვა და მომავალი თაობებისთვის შენარჩუნებაა.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შექმნილი ეროვნული გენეტიკური ბანკი უზრუნველყოფს ქართული და საერთაშორისო მცენარეთა გენეტიკური რესურსების გასამრავლებელი მასალების საშუალო და გრძელვადიან შენახვას. ბანკი ასევე ხელს შეუწყობს გენეტიკური რესურსების კონსერვაციას, კვლევას, აღდგენას, სელექციურ პროცესებში გამოყენებასა და გავრცელებას.

„საქართველო გენეტიკური რესურსების მრავალფეროვნებით გამორჩეული ქვეყანაა. იგი მრავალი კულტურის პირველადი წარმოშობის ადგილია, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი ხორბალსა და ვაზს უკავია. მრავალათასწლიანი ისტორიისა და მდიდარი აგრონომიული მემკვიდრეობის შედეგად მიღებული გენეტიკური რესურსების დაცვა და შენარჩუნება ჩვენი მნიშვნელოვანი ამოცანაა. ერთიანი ეროვნული გენეტიკური ბანკის შექმნა ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია. თანამედროვე ინფრასტრუქტურა და საიმედო შენახვის პირობები მოგვცემს შესაძლებლობას, ქართული კულტურების გენეტიკური რესურსები გრძელვადიან პერსპექტივაში შევინარჩუნოთ და მათი სამომავლო გამოყენებისთვის შესაბამისი სამეცნიერო საფუძველი შევქმნათ“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს