ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 5

შპს „თბილისი მოლი“ „დეზერტირების ბაზრობის“ ტერიტორიაზე არსებულ სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შპს „თბილისი მოლი“ „დეზერტირების ბაზრობის“ ტერიტორიაზე არსებულ სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • შპს „თბილისი მოლი“ განცხადება „დეზერტირების ბაზრობის“ ტერიტორიაზე არსებულ სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „დეზერტირების ბაზრობის“ ტერიტორიაზე (წინამძღვრიშვილის ქ. №135), არსებული კრიტიკული სანიტარიულ-ჰიგ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

შპს „თბილისი მოლი“ განცხადება „დეზერტირების ბაზრობის“ ტერიტორიაზე არსებულ სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „დეზერტირების ბაზრობის“ ტერიტორიაზე (წინამძღვრიშვილის ქ. №135), არსებული კრიტიკული სანიტარიულ-ჰიგ…

შპს „თბილისი მოლი“ განცხადება „დეზერტირების ბაზრობის“ ტერიტორიაზე არსებულ სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„დეზერტირების ბაზრობის“ ტერიტორიაზე (წინამძღვრიშვილის ქ. №135), არსებული კრიტიკული სანიტარიულ-ჰიგიენური ვითარებისა და ამორტიზებული მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის გამო, იწყება მასშტაბური, გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები.

გასულ ღამეს ტერიტორიაზე განთავსებულმა მიწისქვეშა საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემების მძიმე ამორტიზაციამ შექმნა მწვავე ავარიული სიტუაცია, რამაც გამოიწვია საკანალიზაციო შემკრები ჭების გაჭედვა და ტერიტორიის ფეკალური მასებით დატბორვა.

აღნიშნული ვითარება პირდაპირ საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, უხეშად არღვევს სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს და აფერხებს სავაჭრო საქმიანობას, რაზეც ადგილობრივმა მოვაჭრეებმა ოფიციალური ერთობლივი განცხადებით მიმართეს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და დიდუბის რაიონის გამგეობას.

აღნიშნული განცხადების საფუძველი გახდა ბოლო პერიოდში, შემკრები ჭების გამავლობის შეფერხება, რაც თავის მხრივ იწვევდა, ბაზრობის ტერიტორიის და მის მიმდებარედ არსებული სასაწყობე ფართების დატბორვას, შესაბამისად სარეალიზაციო პროდუქციის განადგურებას.

შექმნილი კრიტიკული მდგომარეობის საპასუხოდ და მუნიციპალური სამსახურების მიერ, ბაზრობის ტერიტორიის მიღმა არსებული საკომუნიკაციო და საკანალიზაციო ქსელების აღდგენითი პროცესების პარალელურად, შპს „თბილისი მოლი“ იღებს პასუხისმგებლობას და იწყებს კერძო საკუთრებაში არსებული შიდა ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების სრულ გადაუდებელ რეაბილიტაციას.

სამუშაოების ფარგლებში განხორციელდება: სანიაღვრე და საკანალიზაციო მიწისქვეშა ქსელების სრული ჩანაცვლება და ტექნიკური მოდერნიზაცია, ტერიტორიის კომპლექსური სანიტარიული დამუშავება და უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფა, ასევ დაიწყება არსებული ინფრასტრუქტურის მომზადება შემდგომი ეტაპობრივი განვითარებისა და რეაბილიტაციისთვის.

უსაფრთხოებისა და სანიტარიული სტანდარტების დაცვის მიზნით, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აღნიშნულ მონაკვეთზე საქმიანობა დროებით შეჩერდება, შიდა ტერიტორიაზე დასაქმებულ პირებს, შესაბამის სამსახურებთან კონსულტაციის შემდეგ დაეგზავნებათ შეტყობინება, მიმდებარე ტერიტორიაზე ალტერნატიული სავაჭრო ფართების შეთავაზების თაობაზე.

შპს „თბილისი მოლი“ მუნიციპალურ სამსახურებთან კოორდინაციით უზრუნველყოფს პროცესის მაქსიმალურად ორგანიზებულად და მოკლე ვადებში წარმართვას, რომ ტერიტორია უახლოეს მომავალში პასუხობდეს თანამედროვე, უსაფრთხო და მოწესრიგებულ სტანდარტებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს