ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 8

სურსათის ეროვნულ სააგენტოში პურ-ფუნთუშეულის მწარმოებლებთან შეხვედრა გაიმართა

სურსათის ეროვნულ სააგენტოში პურ-ფუნთუშეულის მწარმოებლებთან შეხვედრა გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სურსათის ეროვნულ სააგენტოში პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი ბიზნესოპერატორების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც 20-მდე კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი ბიზნესოპერატორების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც 20-მდე კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყე…

სურსათის ეროვნულ სააგენტოში პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი ბიზნესოპერატორების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც 20-მდე კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე სააგენტოს წარმომადგენლებმა ბიზნესს სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად სავალდებულო ჰიგიენური მოთხოვნები და შესაბამისი რეკომენდაციები გააცნეს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საწარმოებში ჰიგიენური მოთხოვნების დაცვის მნიშვნელობასა და სურსათის უვნებლობისთვის შესაძლო საფრთხეების მინიმუმამდე შემცირების აუცილებლობაზე ნედლეულის მიღებიდან მზა პროდუქტის წარმოებამდე. ასევე, განიხილეს შეფუთვისა და დისტრიბუციის ეტაპებზე სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვისა და ეტიკეტირების წესების საკითხები.

„პურთან დაკავშირებით მომხმარებლის გახშირებული მომართვიანობის ფონზე, სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს შეხვედრებს პურ-ფუნთუშეულის მწარმოებლებთან. სააგენტოს მიზანი არ არის სადამსჯელო სანქციები. ჩვენთვის უპირველესია მოსახლეობის ჯანმრთელობა იყოს დაცული და ბიზნესმა შეუფერხებლად გააგრძელოს ფუნქციონირება. ვიმედოვნებ, ურთიერთთანამშრომლობით მივაღწევთ იმ შედეგს, რომ მოსახლეობა უზრუნველყოფილი იყოს უვნებელი სურსათით“, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ კვერნაძემ.

სურსათის ეროვნული სააგენტო პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელ ბიზნესოპერატორებთან შეხვედრებს საქართველოს რეგიონებში განაგრძობს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს