ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 11

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით მყინვარული ხეობების მონიტორინგი განახორციელა

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით მყინვარული ხეობების მონიტორინგი განახორციელა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ქვეყნის მასშტაბით მყინვარული ხეობების მორიგი მონიტორინგი განახორციელეს. კვლევის მიზანია გლაციალური საფრთხეების შეფასება, პოტენციური რისკის ზონების გამოვლენა და მყინვარულ ხეობებში…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ქვეყნის მასშტაბით მყინვარული ხეობების მორიგი მონიტორინგი განახორციელეს. კვლევის მიზანია გლაციალური საფრთხეების შეფასება, პოტენციური რისკის ზონების გამოვლენა და მყინვარულ ხეობებში…

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ქვეყნის მასშტაბით მყინვარული ხეობების მორიგი მონიტორინგი განახორციელეს. კვლევის მიზანია გლაციალური საფრთხეების შეფასება, პოტენციური რისკის ზონების გამოვლენა და მყინვარულ ხეობებში მიმდინარე პროცესების დინამიკის შესწავლა.

მონიტორინგის ფარგლებში, სპეციალისტებმა მყინვარული ხეობები ვერტმფრენით დაათვალიერეს, საველე-ექსპედიციური გზით მათი ვიზუალური და ინსტრუმენტული მონიტორინგი და არსებული მდგომარეობის ანალიზის მიზნით, დრონებით გადაღება განახორციელეს.

მიღებული მონაცემების საფუძველზე, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ქვეყნის მასშტაბით გლაციალური საფრთხეები შეფასდება და დადგინდება პოტენციური რისკის ქვეშ მყოფი ტერიტორიები.

მონიტორინგის ფარგლებში, წელს პირველად გამოიყენეს თანამედროვე ბათიმეტრიული წყლის დრონი, რომლის საშუალებითაც მყინვარულ ხეობებში არსებული ტბების მორფომეტრიული პარამეტრები შეფასდა.

კლიმატური ცვლილებების ფონზე, კავკასიონის პერიგლაციალურ ზონებში მყინვარების დეგრადაციის პროცესები მიმდინარეობს. მათ შორის, შეინიშნება მყინვარული ტბების წარმოქმნა და მათი ფართობის ცვლილება, ასევე მორენული მასივების მდგომარეობისა და ხეობებში აკუმულირებული მასალის დინამიკა.

მიმდინარე პროცესების მდგომარეობისა და დროში ცვლილებების შესაფასებლად, გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შესაბამისი ტერიტორიების მიზნობრივ მონიტორინგს ყოველწლიურად ახორციელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს