ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 9

ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში კობა კობალაძეს ჩინეთის ვეტერანთა საქმეების მინისტრმა უმასპინძლა

ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში კობა კობალაძეს ჩინეთის ვეტერანთა საქმეების მინისტრმა უმასპინძლა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • 14 სექტემბერს, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში, დაიწყო საქართველოს ვეტერანების საქმეების სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, გენერალ-მაიორ კობა კობალაძის ოფიციალური ვიზიტი. ქართველ სტუმარს, ვიზიტის პირველ დღეს, ჩინეთის ვეტერანთა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

14 სექტემბერს, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში, დაიწყო საქართველოს ვეტერანების საქმეების სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, გენერალ-მაიორ კობა კობალაძის ოფიციალური ვიზიტი. ქართველ სტუმარს, ვიზიტის პირველ დღეს, ჩინეთის ვეტერანთა…

14 სექტემბერს, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში, დაიწყო საქართველოს ვეტერანების საქმეების სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, გენერალ-მაიორ კობა კობალაძის ოფიციალური ვიზიტი. ქართველ სტუმარს, ვიზიტის პირველ დღეს, ჩინეთის ვეტერანთა საქმეების მინისტრმა, პეი ძინძიამ უმასპინძლა.

მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, მან, ქართველ კოლეგას გააცნო ის ძირითადი მიმართულებები, რაზეც ჩინეთის ლიდერ, სი ძინპინის ბრძანებით, ერთი წლის შექმნილი ვეტერანების საქმეთა სამინისტრო მუშაობს.

შეხვედრას ჩინეთის ვეტერანების საქმეთა სამინისტროს წამყვანი დეპარტამენტების ხელმძღვანელები, ხოლო საქართველოს მხრიდან, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, პაატა კალანდაძე, დესპანი ბესიკ შარაშენიძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საერთაშორისო თანამშრომლობის, პროტოკოლისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს კოორდინატორი კობა ლიკლიკაძე და საერთაშორისო სამმართველოსა და პროტოკოლის განყოფილების უფროსი, მარიამ ადამაშვილი ესწრებოდნენ.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში ჩინეთისა და საქართველოს ვეტერანთა უწყებებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და ურთიერთსასარგებლო კონტაქტების განვითარების აუცილებლობაზე.

ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით, კობა კობალაძემ საქართველოში დაპატიჟა ბატონი პეი ძინძია, რომლის ვიზიტის კონკრეტული თარიღი და პროგრამა მხარეთა დიპლომატიურ უწყებებს შორის შეთანხმების შემდეგ დაზუსტდება.

ვეტერანების საქმეების სახელმწიფო სამსახურის დირექტორი და მისი თანმხლები დელეგაცია, ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის საგანგებო სიტუაციებისა და სახანძრო აკადემიას ესტუმრება. ჩინური მხარის მიწვევით, სწორედ, ამ აკადემიაში გადის 16 დღიან სპეციალურ, საწვრთნელ კურსებს ა(ა)იპ ‘’ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის’’ მოხალისეთა გადამზადების გომბორის ცენტრის 8 და, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 4 წარმომადგენელი.

16 სექტემბერს კი კობა კობალაძე მონაწილეობას მიიღებს პეკინის სიანშანის ორდღიან საერთაშორისო ფორუმში, რომელიც გლობალური უსაფრთხოების მართვის საკითხებს ეძღვნება. რიგით მე-13 ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ 100-ზე მეტი ქვეყნის სამთავრობო დელეგაციები და, ასევე, წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძოდ, გაეროს, ევროკავშირისა და ნატოს წარმომადგენლები.

ინფორმაციას ვეტერანების საქმეების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს