ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 16

თინათინ ნიბლოშვილმა მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

თინათინ ნიბლოშვილმა მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, დედაქალაქის N190 საჯარო სკოლას ეწვია. მან მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, დედაქალაქის N190 საჯარო სკოლას ეწვია. მან მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და…

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, დედაქალაქის N190 საჯარო სკოლას ეწვია. მან მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თქმით, განათლების სისტემის მხარდაჭერა და მოსწავლეებისთვის ღირსეული პირობების შექმნა ხელისუფლების უცვლელ პრიორიტეტს წარმოადგენს. მისივე განცხადებით, განუწყვეტლივ მიმდინარეობს ზრუნვა სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის და თანამედროვე, უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველსაყოფად.

„ახალი სასწავლო წელი თითოეული ჩვენგანისთვის განსაკუთრებულ ემოციებთან და პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული. წელს საკუთარი შვილი მეც გავაცილე სკოლაში და მიხარია, რომ ამ მნიშვნელოვან დღეს კვლავ თქვენთან ერთად ვხვდები. სკოლა, სასკოლო განათლება არის ცოდნის, განვითარებისა და მომავლისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

ყველას გისურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს ამ ძალიან კარგ სკოლაში, სადაც თითოეული თანამშრომელი მოსწავლეებისთვის საუკეთესო გარემოს ქმნის. ყველა მოსწავლეს კი ბედნიერ, ლაღ ბავშვობას და წარმატებულ წელს ვუსურვებ“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს