ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 13

დავით ფაცაცია ათენის საერთაშორისო ბანაკის მესამე ნაკადის მონაწილეებს სარფში შეხვდა

დავით ფაცაცია ათენის საერთაშორისო ბანაკის მესამე ნაკადის მონაწილეებს სარფში შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია სარფში ათენის საერთაშორისო ბანაკის მესამე ნაკადის მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა. საერთაშორისო ბანაკი ათენის მერიის თანამშრომლობითა და ა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია სარფში ათენის საერთაშორისო ბანაკის მესამე ნაკადის მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა. საერთაშორისო ბანაკი ათენის მერიის თანამშრომლობითა და ა…

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია სარფში ათენის საერთაშორისო ბანაკის მესამე ნაკადის მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა.

საერთაშორისო ბანაკი ათენის მერიის თანამშრომლობითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით ფუნქციონირებდა და მასში აფხაზეთიდან დევნილი, მათ შორის სოფელ ფერიაში მცხოვრები ეთნიკურად აფხაზი 12-დან 16 წლამდე ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.

ბანაკის წევრები 14 დღის განმავლობაში მრავალფეროვან კულტურულ-შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობდნენ. მათთვის ასევე მოეწყო ექსკურსიები ათენის ისტორიულ ადგილებში. ბანაკის დახურვის საზეიმო ღონისძიებაზე ახალგაზრდებმა მოწვეულ სტუმრებს წარუდგინეს სპექტაკლი სახელწოდებით „ჰელადოს“, შემოქმედებითი ნომრები, ქორეოგრაფიული და მუსიკალური პერფორმანსები.

„სარფში გამართულ შეხვედრაზე ახალგაზრდებმა შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს. ბედნიერი ვარ მათი დადებითი განწყობის მოსმენით და მჯერა, რომ შევძელით მათთვის მნიშვნელოვანი გამოცდილების მიცემა, რაც მომავალში კიდევ უფრო მეტად დაეხმარებათ, რომ იყვნენ ჩვენი საზოგადოების ძლიერი, განვითარებული და ღირსეული წარმომადგენლები“, - განაცხადა მინისტრმა დავით ფაცაციამ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს