ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 5

"მოსახლეობის რიცხოვნობა გაზრდილია 5.8%-ით" - საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი 2024 წლის საყოველთაო აღწერის შედეგებზე

"მოსახლეობის რიცხოვნობა გაზრდილია 5.8%-ით" - საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი 2024 წლის საყოველთაო აღწერის შედეგებზე
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 3 მილიონ 929 000-ია, რაც 2014 წლის აღწერის მონაცემებთან შედარებით, 5.8 პროცენტით მეტია. მოსახლეობის აღწერის ძირითადი შედეგები საქსტატმა დღეს წარადგინა. აღწერა ჩატარდა 2024 წლის 14 ნოემბ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 3 მილიონ 929 000-ია, რაც 2014 წლის აღწერის მონაცემებთან შედარებით, 5.8 პროცენტით მეტია. მოსახლეობის აღწერის ძირითადი შედეგები საქსტატმა დღეს წარადგინა. აღწერა ჩატარდა 2024 წლის 14 ნოემბ…

საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 3 მილიონ 929 000-ია, რაც 2014 წლის აღწერის მონაცემებთან შედარებით, 5.8 პროცენტით მეტია.

მოსახლეობის აღწერის ძირითადი შედეგები საქსტატმა დღეს წარადგინა. აღწერა ჩატარდა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში. საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით, აღწერას დაექვემდებარა ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქე, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები.

"2014 წელთან შედარებით, მოსახლეობის რიცხოვნობა გაზრდილია 5.8%-ით. რიცხობრივ გამოსახულებაში, ეს გახლავთ 216 000 კაცი. მოსახლეობის 52% ქალია, ხოლო 48% კაცი. აღწერის შედეგების მიხედვით, ურბანიზაციის მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა. მოსახლეობის 62% ცხოვრობს საქალაქო დასახლებაში, ხოლო 38% სოფლად. ქალაქის მოსახლეობის წილი, გასული 10 წლის განმავლობაში, გაზრდილია 5 პროცენტული პუნქტით.

ქალაქ თბილისში ცხოვრობ მოსახლეობის 34%. დედაქალაქის მოსახლეობის რიცხოვნობა შეადგენს 1 371 000 კაცს, რაც 20%-ით ანუ 223 000 კაცით აღემატება 2014 წლის აღწერის მონაცემებს.

54%-ით გაიზარდა მოსახლეობის რიცხოვნობა ქალაქ ბათუმში. 153 000-დან 236 000-მდე. თბილისის გარდა მოსახლეობის რიცხოვნობა გაიზარდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ქვემო ქართლში, დანარჩენ რეგიონებში კლების ტენდენცია გამოვლინდა.

მოსახლეობის 96.1%, ანუ 3 მილიონ 775 000 კაცი საქართველოს მოქალაქეა. მათ შორის, 8 865-ი ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირია. საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა, გასული 10 წლის განმავლობაში 2.5%-ით გაიზარდა, ანუ 91 000 კაცით. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა წილი 3.4%-ია, რაც რიცხობრივ გამოსახულებაში 134 000 კაცს შეადგენს, მათ შორის 1 063 მოქალაქეობის არმქონე პირია.

ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებიდან, 37 700 რუსეთის მოქალაქეა, რაც მთელი მოსახლეობის დაახლოებით 1%-ს შეადგენს. 23 900 ინდოეთის მოქალაქეა, ანუ მთელი მოსახლეობის 0.6%, 11 500 უკრაინის, 8 300 აზერბაიჯანის და 5 400 სომხეთის მოქალაქეა. 84.1%, ანუ 3 304 000 კაცი ეროვნებით ქართველია", - განაცხადა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს