ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 6

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, თელავის ტექნოპარკში ინოვაციური პროტოტიპების კონკურსი „Smart Stay“ გაიმართება

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, თელავის ტექნოპარკში ინოვაციური პროტოტიპების კონკურსი „Smart Stay“ გაიმართება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • 26-27 სექტემბერს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით, თელავის ტექნოპარკში ჰაკათონი სახელწოდებით „Smart Stay“ მესამედ ჩატარდება. ინფორმაციას GITA ავრცელებს. პროექტის მთავარი მიზანია სასტ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

26-27 სექტემბერს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით, თელავის ტექნოპარკში ჰაკათონი სახელწოდებით „Smart Stay“ მესამედ ჩატარდება. ინფორმაციას GITA ავრცელებს. პროექტის მთავარი მიზანია სასტ…

26-27 სექტემბერს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით, თელავის ტექნოპარკში ჰაკათონი სახელწოდებით „Smart Stay“ მესამედ ჩატარდება. ინფორმაციას GITA ავრცელებს.

პროექტის მთავარი მიზანია სასტუმრო ინდუსტრიაში არსებული გამოწვევების საპასუხოდ თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტებისა და პროტოტიპების შექმნა, რაც ხელს შეუწყობს სექტორის ციფრულ ტრანსფორმაციასა და ქვეყანაში ინოვაციური მეწარმეობის განვითარებას.

ჰაკათონში ჩართვა შეუძლია 16 წლიდან ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, როგორც ინდივიდუალურად, ისე 2-4 წევრიანი გუნდის შემადგენლობით. პროექტში მონაწილეობა დეველოპერებს, დიზაინერებს, მარკეტერებს, ინჟინრებს, სტუდენტებს, ასევე ტურიზმისა თუ სტუმარმასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებს შეუძლიათ.

36-საათიანი ინტენსიური სამუშაო პროცესის განმავლობაში მონაწილე გუნდები თელავის ტექნოპარკის მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიით ისარგებლებენ და პროექტებზე ინდუსტრიის წამყვანი მენტორების მხარდაჭერით იმუშავებენ.

ღონისძიების დასკვნით ეტაპზე კომპეტენტური ჟიური გამარჯვებულ გუნდს გამოავლენს, რომელსაც პროტოტიპის შემდგომი განვითარებისა და კომერციალიზაციისთვის 10,000 ლარის ოდენობის გრანტი გადაეცემა.

პარტნიორი კომპანიები ჰაკათონზე საკუთარ რჩეულ გუნდებს გამოავლენენ, სპეციალურ პრიზებს დააწესებენ და მონაწილეებს სამომავლო თანამშრომლობასა თუ პროდუქტების პრაქტიკულ ტესტირებას შესთავაზებენ.

რეგისტრაცია შესაძლებელია შემდეგ ბმულზე, 2026 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს