ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 14

სამგორის რაიონში ე.წ. სამხედრო დასახლებაში, დედაქალაქში სიდიდით მეორე პარკი გაიხსნა

სამგორის რაიონში ე.წ. სამხედრო დასახლებაში, დედაქალაქში სიდიდით მეორე პარკი გაიხსნა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა სამგორის რაიონში, აბაშვილის ქუჩა N3-ში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში, 16 ჰექტარ ტერიტორიაზე პარკის მოწყობა დაასრულა. რეკრეაციული სივრცე დედაქალაქში სიდიდით მეორეა, ზღვისუბნ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა სამგორის რაიონში, აბაშვილის ქუჩა N3-ში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში, 16 ჰექტარ ტერიტორიაზე პარკის მოწყობა დაასრულა. რეკრეაციული სივრცე დედაქალაქში სიდიდით მეორეა, ზღვისუბნ…

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა სამგორის რაიონში, აბაშვილის ქუჩა N3-ში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში, 16 ჰექტარ ტერიტორიაზე პარკის მოწყობა დაასრულა. რეკრეაციული სივრცე დედაქალაქში სიდიდით მეორეა, ზღვისუბნის პარკის შემდეგ.

ახალი პარკი საზეიმო ღონისძიებით გაიხსნა, რომელსაც თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

„კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ახალი პარკის სახით. ჩვენს დედაქალაქს ყველანაირად მოწესრიგებული რეკრეაციული სივრცე შეემატა. რამდენიმე წლის წინ ამ ტერიტორიაზე არ არსებობდა არც გზები და არც სხვა ინფრასტრუქტურა, დღეს კი ყველაფერი მოწესრიგებულია. პროექტის ფარგლებში დაირგო ხე-მცენარეები, დამონტაჟდა ატრაქციონები. ყველა თაობის ადამიანისთვის შეიქმნა შესაბამისი სივრცე, სადაც შეძლებენ გართობას, დასვენებას, ვარჯიშს და ა.შ. რა თქმა უნდა, მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელება ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ არ გავჩერდებით და გავაგრძელებთ სამუშაოებს. ჩვენთვის არ არსებობს ცენტრალური და მეორეხარისხოვანი უბნები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა რაიონი, ყველა უბანი იყოს თანაბრად განვითარებული. შესაბამისად, საამაყოა, რომ სიდიდით მეორე პარკი დედაქალაქში სწორედ სამგორის რაიონში გაიხსნა. მეც გახარებული ვარ თქვენთან ერთად და მინდა, ერთი რამ გთხოვოთ: მოვუაროთ ამ სივრცეს. ეს თქვენი სივრცეა, რომელსაც თქვენი შვილები, შვილიშვილები გამოიყენებენ ყოველდღიურ რეჟიმში. ასე რომ, ერთად მოვუაროთ მას და შევინარჩუნოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში ტერიტორია სრულად მოწესრიგდა, გამწვანდა და მოქალაქეებისთვის სხვადასხვა დანიშნულების სივრცეები მოეწყო. კერძოდ, განთავსდა საფეხმავლო და ველობილიკები, სავარჯიშო სივრცე, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები, საბავშვო სივრცე, მოსასვენებელი პავილიონები, სკეიტ პარკი, პარკურისა და საჭადრაკო სივრცეები. ასევე მოეწყო მშრალი შადრევანი, ამფითეატრი, მცირე ზომის ველოტრეკი და კინოლოგიური სივრცე.

პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე დამონტაჟდა გარე განათების, სარწყავი და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები. დაირგო 13 873 ძირი ნერგი და დაითესა ბალახი. სამუშაოების ღირებულებამ 21 756 964 ლარი შეადგინა.

ახალგახსნილი პარკი დედაქალაქის მერთან ერთად მისმა მოადგილეებმა - ანდრია ბასილაიამ და ირაკლი ბენდელიანმა, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა პაატა ტოგონიძემ, ასევე დედაქალაქის მთავრობისა და თბილისის საკრებულოს წევრებმა დაათვალიერეს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს