ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 6

თბილისის საჯარო ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტებთან დაკავშირებით გამოკვლევებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ჩაატარებს

თბილისის საჯარო ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტებთან დაკავშირებით გამოკვლევებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ჩაატარებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის განცხადებით, კლინიკაში ინტოქსიკაციის ნიშნებით გუშინ 16 ბავშვი შეიყვანეს, რომელთაც, ძირითადად ღებინება აღენიშნებოდათ. როგორც ჩხეიძემ საქართველოს პი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის განცხადებით, კლინიკაში ინტოქსიკაციის ნიშნებით გუშინ 16 ბავშვი შეიყვანეს, რომელთაც, ძირითადად ღებინება აღენიშნებოდათ. როგორც ჩხეიძემ საქართველოს პი…

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის განცხადებით, კლინიკაში ინტოქსიკაციის ნიშნებით გუშინ 16 ბავშვი შეიყვანეს, რომელთაც, ძირითადად ღებინება აღენიშნებოდათ.

როგორც ჩხეიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, რეანიმაციული ან ინტენსიური თერაპია არც ერთ პაციენტს არ დასჭირვებია.

„გუშინ შემოვიდა 16 პაციენტი. ძირითადად, ანამნეზის მიხედვით, ღებინება საღამოს საათებში დაეწყოთ. ზოგიერთ პაციენტს გამოხატული აქვს დიარეა, ზოგს – არა. ცხელება არც ერთ მათგანს არ აღენიშნება. ყველა პაციენტი არის საჯარო ბაღებიდან. რეანიმაციული ან ინტენსიური თერაპია არც ერთ პაციენტს არ დასჭირვებია. თუმცა, დიაგნოზის დასაზუსტებლად, საქმე გვაქვს კვებით ინტოქსიკაციასთან თუ სხვა მიზეზით გამოწვეულ გასტროენტერიტთან, საჭიროა შესაბამისი გამოკვლევების ჩატარება. კვლევას ჩაატარებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.

ამ ეტაპზე პაციენტების გაწერა ჯერ ვერ მოხერხდება, რადგან ზოგიერთი მათგანი ღამით შემოვიდა და საჭიროა დინამიკაში დაკვირვება. სავარაუდოდ, შესაძლოა, მათ დიარეაც დაეწყოთ. ყველა პაციენტს გასტროენტერიტისთვის დამახასიათებელი კლინიკური სურათი აქვს“, – აღნიშნა მაია ჩხაიძემ.

ცნობისთვის, საგამოძიებო სამსახურმა 20 ბაგა-ბაღში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ამასთან, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, შვიდ ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა, 183 ბაღი კი აგრძელებს მუშაობას.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს