ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 5

თავდაცვის სამინისტროს პროექტი - "ჯარის ბანაკი" დაიწყო

თავდაცვის სამინისტროს პროექტი - "ჯარის ბანაკი" დაიწყო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ქვედანაყოფებში განახლდა პროექტი - "ჯარის ბანაკი - დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის". "ჯარის ბანაკის" ოფიციალური გახსნის ცერემონიალი კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ქვედანაყოფებში განახლდა პროექტი - "ჯარის ბანაკი - დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის". "ჯარის ბანაკის" ოფიციალური გახსნის ცერემონიალი კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკა…

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ქვედანაყოფებში განახლდა პროექტი - "ჯარის ბანაკი - დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის".

"ჯარის ბანაკის" ოფიციალური გახსნის ცერემონიალი კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში გაიმართა. ბანაკში მონაწილე ბავშვებსა და სამხედრო ინსტრუქტორებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა. მათ ყურადღება გაამახვილეს ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვისა და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მნიშვნელობაზე. სტუმრებსა და ბანაკის მონაწილეებს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი მიესალმა და წარმატებები უსურვა.

ღონისძიებაზე შესრულდა საქართველოს სახელწმიფო ჰიმნი; ბანაკის მონაწილემ, სამხედრო ინსტრუქტორთან ერთად, საქართველოს დროშა აღმართა.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა ბავშვებთან ერთად, ბანაკში ახალგაზრდებისთვის გათვალისწინებული სასწავლო ინვენტარი დაათვალიერეს და ინსტრუქტორებისგან ფიზიკური აქტივობების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

„ჯარის ბანაკის“ გახსნის ღონისძიებას თავდაცვის, ასევე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრების მოადგილეები, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები და უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები, სსიპ ახალგაზრდული სააგენტოს, პარლამენტისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

წელს „ჯარის ბანაკი“ თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ორ ქვედანაყოფში - კოჯორსა და საჩხერეში, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლაში ჩატარდება. მოზარდები, სამხედრო ლიდერი-ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით, სამხედრო ქვედანაყოფებში აქტიურ, შემეცნებით, სიახლეებით დატვირთულ 6 დღეს გაატარებენ. ბავშვები გაივლიან საცეცხლე მომზადებას, თვითგადარჩენის კურსს; შეისწავლიან ტოპოგრაფიისა და სამხედრო ნავიგაციის საკითხებს; შეასრულებენ პირველადი სამედიცინო დახმარების, ასევე დაშავებულის ევაკუაციის პრაქტიკულ დავალებებს, მონაწილეობას მიიღებენ საინჟინრო და სამთო მომზადებაში. მოსწავლეები შეხვდებიან სამხედრო ისტორიკოსებს, ქართული იარაღის მუზეუმის წარმომადგენლებსა და სპეციალური ოპერაციების სარდლობის სამხედრო მოსამსახურეებს. მათთვის, ასევე ჩატარდება სამოყვარულო უპილოტო საფრენი აპარატების გაცნობითი და პრაქტიკული მეცადინეობები. ბანაკის ერთი საღამო საპატრიარქოსთან არსებული თეატრალური დასის წარმოდგენას დაეთმობა. წელს პირველად ჩატარდება „საპატრიარქოს საათი“, სადაც მოზარდები, სასულიერო პირებთან ერთად, ადამიანის სულიერ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე მავნე ჩვევების ნეგატიურ გავლენასა და ღირებულებებზე ისაუბრებენ.

„ჯარის ბანაკი“ თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, მე-9, მე-10, მე-11 კლასების მოსწავლეებისთვის უკვე მეოთხე წელია, ტარდება. თავდაცვის უწყება პროექტს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან, ასევე სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან ერთად ახორციელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს