ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 16

თბილისის ბაღებში საკვებით ინტოქსიკაციის შედეგად კლინიკებში მოთავსებულები მკურნალობას განაგრძობენ - სურსათის ეროვნული სააგენტო ლაბორატორიაში გადაგზავნილი ნიმუშების შედეგებს მიღებისთანავე გაასაჯაროებს

თბილისის ბაღებში საკვებით ინტოქსიკაციის შედეგად კლინიკებში მოთავსებულები მკურნალობას განაგრძობენ - სურსათის ეროვნული სააგენტო ლაბორატორიაში გადაგზავნილი ნიმუშების შედეგებს მიღებისთანავე გაასაჯაროებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თბილისის ბაღებში საკვებით ინტოქსიკაციის შედეგად კლინიკებში მოთავსებულები მკურნალობას განაგრძობენ. 55 აღსაზრდელი და ერთი აღმზრდელი სამედიცინო დაწესებულებებში, ერთნაირი სიმპტომებით შეიყვანეს. „გუშინ 9 ბავშვმა მოგვმართა გვი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თბილისის ბაღებში საკვებით ინტოქსიკაციის შედეგად კლინიკებში მოთავსებულები მკურნალობას განაგრძობენ. 55 აღსაზრდელი და ერთი აღმზრდელი სამედიცინო დაწესებულებებში, ერთნაირი სიმპტომებით შეიყვანეს. „გუშინ 9 ბავშვმა მოგვმართა გვი…

თბილისის ბაღებში საკვებით ინტოქსიკაციის შედეგად კლინიკებში მოთავსებულები მკურნალობას განაგრძობენ. 55 აღსაზრდელი და ერთი აღმზრდელი სამედიცინო დაწესებულებებში, ერთნაირი სიმპტომებით შეიყვანეს.

„გუშინ 9 ბავშვმა მოგვმართა გვიან ღამის შემდეგ სხვადასხვა ჩივილით, ძირითადად იყო გასტროენტერიტის გულისრევა და ღებინების დიაგნოზები. 4-მა მათგანმა უკვე დატოვა იაშვილის კლინიკა დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში, 5 მათგანი აგრძელებს მკურნალობას სტაციონარში“, - განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს პედიატრიული სამსახურის ხელმძღვანელმა სოფიო ცერცვაძემ.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში კი აცხადებენ, რომ ლაბორატორიაში გადაგზავნილი ნიმუშების შედეგებს მიღებისთანავე გაასაჯაროებენ.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა აიღეს შესაბამისი სურსათის ნიმუშები სხვადასხვა მაჩვენებელზე კვლევის მიზნით. მოსახლეობის დაუყოვნებლივ ინფორმირებულობას უზრუნველვყოფთ, როგორც კი კვლევის შედეგები ჩვენთვის ცნობილი გახდება. სააგენტოსთვის ბაგა-ბაღებში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება წარმოადგენს პრიორიტეტულ მიმართულებას. შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ სახელმწიფო კონტროლს“, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ კვერნაძემ.

როგორც ცნობილია, ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, 7 ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია. შესაბამის მოქმედებებს ატარებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს