ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 3

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა უცხოენოვანი მოხალისე მასწავლებლები დააჯილდოვა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა უცხოენოვანი მოხალისე მასწავლებლები დააჯილდოვა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ეკატერინე ხუციშვილმა, „ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამის უცხოენოვან მოხალისე მასწავლებლებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. დაჯილდოება პრო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ეკატერინე ხუციშვილმა, „ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამის უცხოენოვან მოხალისე მასწავლებლებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. დაჯილდოება პრო…

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ეკატერინე ხუციშვილმა, „ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამის უცხოენოვან მოხალისე მასწავლებლებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

დაჯილდოება პროგრამის „უცხოური ენების განვითარების და მხარდაჭერის“ მიმართულების 2025-2026 სასწავლო წლის შემაჯამებელი ღონისძიების ფარგლებში გაიმართა.

ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდნენ იმ სკოლების მასწავლებლები, მოსწავლეები და დირექტორები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს უცხოური ენების სწავლების ხელშეწყობის, კულტურათაშორისი დიალოგის გაძლიერებისა და მულტილინგვური საგანმანათლებლო გარემოს ფორმირების პროცესში.

შეხვედრის მონაწილეებმა წარადგინეს პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შემაჯამებელი პრეზენტაციები, აუდიტორიას გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და მიღწეული შედეგები. ასევე გაიმართა პროგრამის შედეგად შექმნილი საგანმანათლებლო რესურსების წარდგენა.

2025-2026 სასწავლო წელს „ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამის ფარგლებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი თანამშრომლობდა ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ, იტალიურ და ჩინურენოვან უცხოელ მოწვეულ მასწავლებლებთან.

უცხოენოვანი მოხალისე მასწავლებლები, სასწავლო წლის განმავლობაში განაწილებულნი იყვნენ საქართველოს 7 რეგიონის 30-მდე საჯარო სკოლაში, სადაც უცხოური ენის ადგილობრივ მასწავლებლებთან და თემთან თანამშრომლობით განახორციელეს სხვადასხვა ინტერკულტურული, საგანმანათლებლო, შემეცნებითი და სოციალური პროექტი.

მოხალისე მასწავლებლები ჩართულნი იყვნენ ცენტრის მიერ დაგეგმილ აქტივობებში, ზრუნავდნენ ადგილობრივი უცხოური ენის მასწავლებლების უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე და ხელს უწყობდნენ სკოლებში თანამშრომლობითი კულტურის განვითარებას.

ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს