ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 9

თბილისში „მონაცემები მოქმედებისთვის“ (D4A) ინიციატივის მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

თბილისში „მონაცემები მოქმედებისთვის“ (D4A) ინიციატივის მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თბილისში „მონაცემები მოქმედებისთვის“ (D4A) ინიციატივის მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. საერთაშორისო ექსპერტებმა მონაწილეებს ჯანდაცვის პროგრამებისთვის მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის უახლეს მიდგომები გააცნეს. პროექტის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თბილისში „მონაცემები მოქმედებისთვის“ (D4A) ინიციატივის მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. საერთაშორისო ექსპერტებმა მონაწილეებს ჯანდაცვის პროგრამებისთვის მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის უახლეს მიდგომები გააცნეს. პროექტის…

თბილისში „მონაცემები მოქმედებისთვის“ (D4A) ინიციატივის მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. საერთაშორისო ექსპერტებმა მონაწილეებს ჯანდაცვის პროგრამებისთვის მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის უახლეს მიდგომები გააცნეს.

პროექტის მიზანია ჰეპატიტების ელიმინაციის, ვაქცინაციის, ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის, დაავადებათა გავრცელებისა და სხვა მიმართულებებისთვის მონაცემების სწრაფი და უსაფრთხო დამუშავება.

ღონისძიება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა გახსნა. ირაკლი ფურცელაძემ ხაზი გაუსვა განსახილველი საკითხების სტრატეგიულ მნიშვნელობას რეგიონულ დონეზე და აღნიშნა, რომ თანამედროვე მიდგომებით დამუშავებული მონაცემები საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამების წარმატებისა და დაავადებების ეფექტურად მართვის გარანტიაა.

ოთხდღიან სამუშაო შეხვედრაში საქართველოს, სომხეთისა და მოლდოვის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. როგორც ადგილზე აღინიშნა, სამი ქვეყნის გუნდების ერთობლივი მონაწილეობა მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის რეგიონული პარტნიორობის გაღრმავებისთვის. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ სესია მონაწილეებს საშუალებას აძლევს, ერთმანეთს გაუზიარონ წარმატებული მიდგომები და საერთო გამოწვევებზე მუშაობის გამოცდილება.

ეს კი ხელს შეუწყობს კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმას ისეთი ტრანსსასაზღვრო გამოწვევების საპასუხოდ, რაც ქვეყნების სისტემებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას მოითხოვს.

ღონისძიება აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) და კოლუმბიის უნივერსიტეტის ICAP-ის მხარდაჭერით ჩატარდა.

ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს