ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 6

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საერთაშორისო კადავერული კურსი გაიხსნა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საერთაშორისო კადავერული კურსი გაიხსნა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საერთაშორისო კადავერული კურსის გახსნაში მონაწილეობდა. სამინისტროს ინფორმაციით, მინისტ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საერთაშორისო კადავერული კურსის გახსნაში მონაწილეობდა. სამინისტროს ინფორმაციით, მინისტ…

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საერთაშორისო კადავერული კურსის გახსნაში მონაწილეობდა.

სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილესთან ერთად, გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ კახაძე და თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი.

კურსს იტალიიდან მოწვეული საერთაშორისო ტრენერები უძღვებიან. მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ თანამედროვე მიდგომებს, რომლებიც ევროპულ კლინიკურ პრაქტიკაშია დანერგილი, და პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ რეალურ ანატომიურ მასალაზე.

როგორც ზვიად გაბისონიამ აღნიშნა, საქართველოში ასეთი ფორმატის კურსების ჩატარება მნიშვნელოვანია თანამედროვე სამედიცინო განათლების განვითარებისთვის. მისი თქმით, პრაქტიკულ სწავლებასთან ერთად, საერთაშორისო თანამშრომლობა ხელს შეუწყობს პროფესიული კავშირების გაძლიერებას და სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ექსპერიმენტული მორფოლოგიისა და ანატომიური დისექციის უნარ-ჩვევების ცენტრი წარმოადგენს მრავალფუნქციურ საგანმანათლებლო პლატფორმას. თსსუ-ის სტრატეგიული მიზანია, ცენტრი რეგიონში წამყვან საერთაშორისო ჰაბად ჩამოყალიბდეს, სადაც უახლესი ქირურგიული ტექნიკების, ლაპაროსკოპიული ანატომიისა და კლინიკური დისექციის დაუფლება მსოფლიო დონის საერთაშორისო მენტორების ჩართულობით იქნება შესაძლებელი.

ღონისძიების ფარგლებში მოწვეულმა სტუმრებმა თსსუ-ში კლინიკური ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის დეპარტამენტთან არსებული „პროფესორ შალვა თოიძის სახელობის ტოპოგრაფიული ანატომიის მუზეუმი“ დაათვალიერეს და ექსპერიმენტული მორფოლოგიისა და ანატომიური დისექციის უნარ-ჩვევების ცენტრის მუშაობას დეტალურად გაეცნენ.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს