ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 13

მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ინტოქსიკაციის ნიშნებით, 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი, თუმცა არ იყო გართულების შემთხვევა ან მოსალოდნელი რისკი

მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ინტოქსიკაციის ნიშნებით, 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი, თუმცა არ იყო გართულების შემთხვევა ან მოსალოდნელი რისკი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ თბილისის ბაგა-ბაღებში ბავშვების შესაძლო ინტოქსიკაციის ფაქტთან დაკავშირებით 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი. მინისტრის თქმით, არცერთ შემთხვევაში არ არს…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ თბილისის ბაგა-ბაღებში ბავშვების შესაძლო ინტოქსიკაციის ფაქტთან დაკავშირებით 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი. მინისტრის თქმით, არცერთ შემთხვევაში არ არს…

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ თბილისის ბაგა-ბაღებში ბავშვების შესაძლო ინტოქსიკაციის ფაქტთან დაკავშირებით 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი.

მინისტრის თქმით, არცერთ შემთხვევაში არ არსებობდა გართულება ან მოსალოდნელი რისკი.

„გამოძიება როდესაც მიმდინარეობს, საბოლოო შედეგებს უნდა დაველოდოთ, რადგან გამოძიება არის ამ გარემოების დადგენის ყველაზე კარგი, მაღალკვალიფიციური ინსტრუმენტი. წინასწარ რაც შემიძლია გითხრათ, ეს ტალღა, რომელიც არსებობდა, 100-ზე მეტი იყო რიცხვი ბავშვებისა, რომელთა ჰოსპიტალიზებაც გახდა აუცილებელი, თუმცა მათი მდგომარეობა, საბედნიეროდ, არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა ისეთი, რომელიც რაღაც საგანგებო ყურადღებას მოითხოვდა, არ იყო გართულების შემთხვევა ან მოსალოდნელი რისკი.

საბედნიეროდ, მშვიდად ჩაიარა ამ ყველაფერმა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ნაკლებად უნდა იქნეს ყურადღებით გამოძიებული ყველა ეს გარემოება, რომელსაც ადგილი ჰქონდა. ბუნებრივია, რომ გამოძიება აბსოლუტურად სრულფასოვნად ჩატარდება, ყველაფერი კეთდება ამისთვის და ამ სრულფასოვანი გამოძიების შედეგად გვეცოდინება, რა მოხდა და ყველას მოუწევს პასუხისმგებლობა, ვისაც ბრალი მიუძღვის. ყველა მკაცრი მოქმედება განხორციელდება, რაც სამართლებრივთან თავსებადი იქნება, იქნება ეს ხელშეკრულების შეწყვეტა, თუ კონკრეტულ პირთა პასუხისგებაში მიცემა. არ მგონია, რომ დიდხანს გასტანოს ამ გამოძიებამ, ძალიან სწრაფად შეიძლება, რომ ყველაფერზე პასუხი გვქონდეს. ასეთია ზოგადი მიდგომა“, – განაცხადა სარჯველაძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს