ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 9

თბილისი „მობილობის ევროპულ კვირეულს“ მეშვიდედ უერთდება

თბილისი „მობილობის ევროპულ კვირეულს“ მეშვიდედ უერთდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „მობილობის ევროპულ კვირეულს“ დედაქალაქი უკვე მეშვიდე წელია უერთდება. კვირეულის ფარგლებში, თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ სხვადასხვა აქტივობა ჩაატარა. მოქალაქეებს მეტროს მუშაობისა და მეტრო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„მობილობის ევროპულ კვირეულს“ დედაქალაქი უკვე მეშვიდე წელია უერთდება. კვირეულის ფარგლებში, თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ სხვადასხვა აქტივობა ჩაატარა. მოქალაქეებს მეტროს მუშაობისა და მეტრო…

„მობილობის ევროპულ კვირეულს“ დედაქალაქი უკვე მეშვიდე წელია უერთდება. კვირეულის ფარგლებში, თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ სხვადასხვა აქტივობა ჩაატარა.

მოქალაქეებს მეტროს მუშაობისა და მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ შიდა ინფრასტრუქტურის გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ. დამთვალიერებლებს სამუშაო პროცესის შესახებ ინფორმაცია შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ტექნიკურმა პერსონალმა მიაწოდა.

ასევე, მოქალაქეები დიდი დიღმის მეორე ავტობაზას ესტუმრნენ. ვიზიტის ფარგლებში, ტექნიკურმა თანამშრომლებმა მათ ავტობუსების სისტემის მუშაობის სპეციფიკა გააცნეს.

„მობილობის ევროპული კვირეული“ ყოველწლიურად 16-22 სექტემბერს აღინიშნება და მდგრადი ურბანული მობილობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. წელს კვირეულს 41 ქვეყანა აღნიშნავს. წლევანდელი თემაა „მობილობა ყველასათვის“.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს