ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 6

ირაკლი ნადარეიშვილი: მილიონობით ადამიანს დღეიდან საშუალება ექნება, საქართველოს ქალაქები და ხედები ვირტუალურად ნახოს იმ მაღალი ხარისხის გარჩევადობით და გადაღებით, რასაც Google Street View სთავაზობს მსოფლიოს მოსახლეობას

ირაკლი ნადარეიშვილი: მილიონობით ადამიანს დღეიდან საშუალება ექნება, საქართველოს ქალაქები და ხედები ვირტუალურად ნახოს იმ მაღალი ხარისხის გარჩევადობით და გადაღებით, რასაც Google Street View სთავაზობს მსოფლიოს მოსახლეობას
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • Google Street View საქართველოში ოფიციალურად იწყებს ოპერირებას. პროექტის გახსნით ღონისძიებაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა მიიღო მონაწილეობა. მისი განცხადები, Google Street…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

Google Street View საქართველოში ოფიციალურად იწყებს ოპერირებას. პროექტის გახსნით ღონისძიებაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა მიიღო მონაწილეობა. მისი განცხადები, Google Street…

Google Street View საქართველოში ოფიციალურად იწყებს ოპერირებას. პროექტის გახსნით ღონისძიებაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა მიიღო მონაწილეობა. მისი განცხადები, Google Street View ოპერირება ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური თვალსაზრისით, განსაკუთრებით ტურიზმის მიმართულებით.

"ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საქართველოსთვის - როგორც გაციფრულების მიმართულებით, ასევე ქვეყნის გლობალური ხილვადობის გაზრდის მხრივ. დღეიდან მილიონობით ადამიანს საშუალება ექნება, საქართველოს ქალაქები და ხედები ვირტუალურად ნახოს იმ მაღალი ხარისხის გარჩევადობით და გადაღებით, რასაც Google Street View სთავაზობს მსოფლიოს მოსახლეობას. ამას ძალიან მნიშვნელობა აქვს, ეკონომიკური თვალსაზრისით, ტურიზმის მიმართულებით, რადგან ტურიზმი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, საკითხთან დაკავშრირებით რამდენიმე წლის განმავლობაში მიდიოდა აქტიური მუშაობა. მისივე თქმით, Street View ხელს უწყობს ციფრული ეკონომიკის ინფრასტრუქტურის განვითარებას და მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებას.

"მცირე და საშუალო მეწარმეებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო მეტად წარმოაჩინონ თავიანთი ბიზნესი, შეთავაზება, თავიანთი სერვისები. მნიშვნელოვანია, რომ Google-თან, თანამშრომლობა ამით არ მთავრდება, ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმები, მათ შორის Google Street View-ს განვითარების მიმართულებით - უფრო მეტი არეალი იქნება დაფარული, ასევე საფეხმავლო ზონები ჩვენს ტურისტულ ქალაქებში. ამასთან, ვმუშაობთ ხელოვნური ინტელექტის და სხვა ტექნოლოგიური მიმართულებებით, რომლებიც თავის მხრივ ასევე წარმოადგენენ საქართველოს მთავრობის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრიორიტეტებს", - განაცხდა ირაკლი ნადარეიშვილმა.

Google Street View-ს საქართველოში ოფიციალური ოპერირება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობით გახდა შესაძლებელი.

გლობალური პროექტის ფარგლებში, Google Street View-ის გუნდმა წარმატებით გადაიღო საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 13 000 კილომეტრი საავტომობილო გზა, საგზაო ქსელი და მნიშვნელოვანი ტურისტული ლოკაციები, მათ შორის - თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ახალციხე, მცხეთა, თელავი, ზუგდიდი, გორი, ოზურგეთი და მესტია. პროექტი 360-გრადუსიანი პანორამული გამოსახულებების საშუალებით საქართველოს ბუნებას, ქალაქებსა და უძველეს კულტურულ მემკვიდრეობას მსოფლიო ციფრულ რუკაზე წარმოაჩენს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს