ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 5

დავით სონღულაშვილი: მოსავლის ხარისხობრივად დაყოფა აუცილებელია, რადგან მოსავალს, დაბინავების გარდა, შემდგომი რეალიზაციაც სჭირდება

დავით სონღულაშვილი: მოსავლის ხარისხობრივად დაყოფა აუცილებელია, რადგან მოსავალს, დაბინავების გარდა, შემდგომი რეალიზაციაც სჭირდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • 2026 წლის რთველზე საქართველოში ყურძნის უპრეცედენტო მოსავალს ელოდებიან. წინასწარი პროგნოზით, ქვეყანაში ყურძნის მოსავალმა შესაძლოა 320 ათას ტონას გადააჭარბოს, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

2026 წლის რთველზე საქართველოში ყურძნის უპრეცედენტო მოსავალს ელოდებიან. წინასწარი პროგნოზით, ქვეყანაში ყურძნის მოსავალმა შესაძლოა 320 ათას ტონას გადააჭარბოს, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი…

2026 წლის რთველზე საქართველოში ყურძნის უპრეცედენტო მოსავალს ელოდებიან. წინასწარი პროგნოზით, ქვეყანაში ყურძნის მოსავალმა შესაძლოა 320 ათას ტონას გადააჭარბოს, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, წლევანდელი წელი მოსავლიანობის თვალსაზრისით გამორჩეულია არა მხოლოდ მევენახეობა-მეღვინეობის, არამედ სოფლის მეურნეობის სხვა მიმართულებებისთვისაც.

„წლევანდელ წელს იქნება უპრეცედენტო რთველი მოსავლის რაოდენობის კუთხით. წინასწარი პროგნოზებით, ყურძნის მოსავალი 320 ათას ტონას გადააჭარბებს, რაც, ალბათ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყურძნის ასეთი დიდი მოსავლის პირველი შემთხვევა იქნება. წლევანდელმა კლიმატურმა პირობებმა გარკვეული გამოწვევები შექმნა - უხვი ნალექის გამო, ვაზს ზოგ შემთხვევაში უჭირს შაქრიანობის შესაბამისი მაჩვენებლის მიღწევა, რის გამოც ყურძნის კრეფას ცოტა უფრო მეტი ხნით უნდა დაველოდოთ. თუმცა, რთველი ნელ-ნელა აქტიურ ფაზაში შედის და ვფიქრობთ, რომ არსებულ გამოწვევებს ღირსეულად გავუმკლავდებით“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, მოსავლის ასეთი რაოდენობის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მისი სრულად დაბინავება, არამედ მიღებული პროდუქციის ხარისხობრივი მართვა და შემდგომი რეალიზაციის შესაძლებლობების გათვალისწინება.

„როდესაც ასეთი დიდი მოსავალი გვაქვს და ჩვენი მთავარი საექსპორტო პროდუქტები ღვინო და ყურძნისეული სპირტი, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მოცულობის მოსავალიც შესაბამისად დაბინავდეს. ამასთან, სადაც შესაძლებელია, მნიშვნელოვანია მოსავლის ხარისხობრივად დაყოფა, რადგან ამ მოსავალს, დაბინავების გარდა, შემდგომი რეალიზაციაც სჭირდება. დღევანდელი გლობალური ბაზრის მდგომარეობიდან გამომდინარე, ღვინისა და ყურძნისეული სპირტის მიმართულებით საკმაოდ რთული ვითარებაა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ხარისხობრივად მივყვეთ მოსავალს, რათა შემდგომ წლებში დაბინავების პრობლემა არ შეიქმნას“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს