ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 8

დავით სონღულაშვილი: ხარისხიანი ყურძნის წარმოება აუცილებლად მეტად დაფასდება

დავით სონღულაშვილი: ხარისხიანი ყურძნის წარმოება აუცილებლად მეტად დაფასდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • 2026 წლის რთვლის ფარგლებში სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ არცერთი მევენახის მიერ წარმოებული ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეს. გადაწყვეტილება ეხება მათ შორის დაბალი კონდიციისა და სხვადასხვა მიზეზით დაზიანებულ ყურძენსაც. გარემო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

2026 წლის რთვლის ფარგლებში სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ არცერთი მევენახის მიერ წარმოებული ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეს. გადაწყვეტილება ეხება მათ შორის დაბალი კონდიციისა და სხვადასხვა მიზეზით დაზიანებულ ყურძენსაც. გარემო…

2026 წლის რთვლის ფარგლებში სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ არცერთი მევენახის მიერ წარმოებული ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეს. გადაწყვეტილება ეხება მათ შორის დაბალი კონდიციისა და სხვადასხვა მიზეზით დაზიანებულ ყურძენსაც. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, სახელმწიფოს მიდგომაა, რომ ფერმერის მიერ მიღებული მოსავალი მაქსიმალურად სრულად დაბინავდეს.

„ჩვენი დამოკიდებულება არის, რომ თითოეული ტონა უნდა იყოს დაბინავებული და რთველი წარმატებით უნდა დასრულდეს. არ დარჩება არცერთი მტევანი დაუბინავებელი, მიუხედავად არსებული გამოწვევებისა“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რთვლის მიმდინარეობისას ცალკეულ შემთხვევებზე და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიდგომა ითვალისწინებს მევენახეების მხარდაჭერას მაშინაც, როდესაც მოსავლის დაბინავების პროცესში განსაკუთრებული გარემოებები იჩენს თავს.

„იყო შემთხვევა, როდესაც ყურძენი იმდენად დაზიანებული იყო, რომ ფაქტობრივად, წვენის აღებაც კი ვერ მოხერხდა იმისთვის, რომ შაქრიანობა დაგვედგინა. მიუხედავად ამისა, მევენახეს მაინც დავეხმარეთ, რომ მისი მოსავალი დაბინავებულიყო და ჩაუბარებელი არ დარჩენილიყო. ასეთი კრიტიკული შემთხვევების მიუხედავადაც, კიდევ ერთხელ ვამბობ, არცერთი მტევანი დაუბინავებელი არ დარჩება“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, მოსავლის სრულად დაბინავებასთან ერთად, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქციის წარმოების წახალისება. სწორედ ამიტომ, განსხვავებული მიდგომა იქნება მაღალი ხარისხის, მაღალშაქრიანი და მაღალი კონდიციის ყურძნის მიმართ.

„იმ მევენახეს, რომელმაც მაღალხარისხიანი ყურძენი მიიღო, განსხვავებული და გამორჩეული შედეგი ექნება. ხარისხიანი ყურძნის წარმოება აუცილებლად მეტად დაფასდება და მევენახესაც მეტ შემოსავალს მოუტანს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს