ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 8

საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ალან პარსელის მადლობის წერილები გადაეცათ

საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ალან პარსელის მადლობის წერილები გადაეცათ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პროკურატურის წარმომადგენლები ამერიკის შეერთებული შტატების რეგიონული უსაფრთხოების ოფისის (RSO) ხელმძღვანელს, საზღვარგარეთ სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების ატაშეს, ნარკოტიკებთან ბრ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პროკურატურის წარმომადგენლები ამერიკის შეერთებული შტატების რეგიონული უსაფრთხოების ოფისის (RSO) ხელმძღვანელს, საზღვარგარეთ სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების ატაშეს, ნარკოტიკებთან ბრ…

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პროკურატურის წარმომადგენლები ამერიკის შეერთებული შტატების რეგიონული უსაფრთხოების ოფისის (RSO) ხელმძღვანელს, საზღვარგარეთ სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების ატაშეს, ნარკოტიკებთან ბრძოლისა და სამართალდამცავ საკითხთა ბიუროს (INL) ატაშეს მოვალეობის შემსრულებელს და საელჩოს სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ორმხრივ შეხვედრას ქალაქ თბილისის პროკურორი გიორგი მიქაია, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა, ქალაქ თბილისის პროკურორის მოადგილე მერაბ ჯერანაშვილი, თბილისის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი გურგენ გილაური და თბილისის პროკურატურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე რეგიონული უსაფრთხოების ოფისის (RSO) ხელმძღვანელმა დევიდ ჰედლსტონმა, თბილისის პროკურატურის თანამშრომლებს: მერაბ ჯერენაშვილს, გურგენ გილაურს, ლაშა გამყრელიძეს, მარიამ გიგაურს, მარი მეშველიანს, მარტა ყიყინაშვილს, სალომე შიოშვილს და ლანა რუსიას ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მსურველ საქართველოს მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მისაღებად საჭირო ყალბი ისტორიების, ე.წ. „ქეისებს“ და შესაბამისი ყალბი მტკიცებულებების დამზადების საქმეზე წარმატებული თანამშრომლობისთვის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ალან პარსელის მადლობის წერილები გადასცა.

„კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას მასპინძლობისთვის. როგორც ახსენეთ, ბევრჯერ გვქონდა შეხვედრის შესაძლებლობა და მეტად მადლობელი ვართ იმ ურთიერთობისთვის, რომელიც მთელ აშშ საელჩოს და აშშ-ის სამართალდამცავ საზოგადოებას აქვს საქართველოს პროკურატურასთან და საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან. ძალიან კმაყოფილი ვართ ჩვენი პარტნიორობით და მჭიდროდ ვთანამშრომლობდით თითოეულ თქვენს გამომძიებელთან და პროკურორთან. მსურს, ჩემი პირადი მადლიერება გამოვხატო“, - განაცხადა რეგიონული უსაფრთხოების ოფისის (RSO) ხელმძღვანელმა დევიდ ჰედლსტონმა.

შეხვედრაზე სტუმრებმა ეს კონკრეტული საქმე შეაფასეს როგორც აშშ-ს და საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის სანიმუშო მაგალითი და ხაზი გაუსვეს საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების გამორჩეულ პროფესიონალიზმსა და გამოვლენილ უნარებს.

მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებისა და განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს