ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 16

თბილისის მერიის სპორტული ობიექტებით მოსარგებლე 18 წლამდე ასაკის 1 500 ბენეფიციარს სრული სამედიცინო სკრინინგი ჩაუტარდება

თბილისის მერიის სპორტული ობიექტებით მოსარგებლე 18 წლამდე ასაკის 1 500 ბენეფიციარს სრული სამედიცინო სკრინინგი ჩაუტარდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრში დედაქალაქის მერიის სპორტული ობიექტებით მოსარგებლე 18 წლამდე ბენეფიციარების სამედიცინო შემოწმება-სკრინინგი მიმდინარეობს, - განაცხადა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრში დედაქალაქის მერიის სპორტული ობიექტებით მოსარგებლე 18 წლამდე ბენეფიციარების სამედიცინო შემოწმება-სკრინინგი მიმდინარეობს, - განაცხადა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე…

თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრში დედაქალაქის მერიის სპორტული ობიექტებით მოსარგებლე 18 წლამდე ბენეფიციარების სამედიცინო შემოწმება-სკრინინგი მიმდინარეობს, - განაცხადა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ.

მისი თქმით, შემოწმება მოიცავს სრულ სამედიცინო სკრინინგს, რაც ახალგაზრდა სპორტსმენების განვითარებისთვისაა აუცილებელი.

„მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრში მიმდინარეობს თბილისის მერიის სპორტული ობიექტებით მოსარგებლე 18 წლამდე ბენეფიციარების სამედიცინო შემოწმება-სკრინინგი, რომელიც ჩაუტარდება მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის სხვადასხვა ფილიალით მოსარგებლე, დაახლოებით, 1 500 ბენეფიციარს. სამედიცინო შემოწმების პროგრამა მოიცავს სრულ სამედიცინო სკრინინგს, რაც აუცილებელია ახალგაზრდა სპორტსმენების განვითარებისთვის, კერძოდ, კარდიოლოგის, პედიატრის კონსულტაციას, კარდიოლოგიურ კვლევებს, ანთროპომეტრიასა და ფეხის ტერფის შემოწმებას, საბაზისო ოფთალმოლოგიურ და სტომატოლოგიურ შემოწმებას, მუცლის ღრუს ექოსკოპიასა და ფიზიკური განვითარების შეფასებას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უფასოდ ტარდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, სამედიცინო შემოწმების პროცესში პირველად გახდა ხელმისაწვდომი თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები, რომელთა საშუალებით მოზარდის ფიზიკური განვითარება მაღალი სიზუსტით დგინდება.

„პროექტის ფარგლებში პირველად, სამედიცინო შემოწმების პროცესში ხელმისაწვდომი გახდა და გამოყენებულია თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები - HumanTrak 3D სისტემა, რომლის საშუალებითაც ფასდება მოზარდის ფიზიკური განვითარება, მოძრაობის ხარისხი და ფუნქციური მდგომარეობა 100% სიზუსტით, ხოლო სათამაშო სპორტის სახეობების სპორტსმენებისთვის SmartSpeed სისტემა, რომელიც იძლევა ობიექტური შეფასების შესაძლებლობას და შემდგომი განვითარების სწორად დაგეგმვის საშუალებას. ეს არის ძალიან საჭირო, მნიშვნელოვანი პროგრამა. დარწმუნებული ვარ, ის 1 500 ახალგაზრდა, რომელიც ჩვენი სპორტული სივრცეების ბენეფიციარია, შეძლებს, მიიღოს სრული ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რაც მათ შემდგომ განვითარებაში დაეხმარება“, - აღნიშნა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა სპორტული მედიცინის აკადემიას, რომელიც პროექტს მუნიციპალიტეტის დაკვეთით ახროციელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს