ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 7

გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ჰეპატიტების ელიმინაციის საკითხზე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე იმსჯელეს

გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ჰეპატიტების ელიმინაციის საკითხზე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე იმსჯელეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, ნიუ-იორკში, „გაეროს ჰეპატიტის ელიმინაციის მეგობართა ჯგუფის“ მეხუთე ყოველწლიური მაღალი დონის შეხვედრა გაიმართა, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, ნიუ-იორკში, „გაეროს ჰეპატიტის ელიმინაციის მეგობართა ჯგუფის“ მეხუთე ყოველწლიური მაღალი დონის შეხვედრა გაიმართა, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობი…

გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, ნიუ-იორკში, „გაეროს ჰეპატიტის ელიმინაციის მეგობართა ჯგუფის“ მეხუთე ყოველწლიური მაღალი დონის შეხვედრა გაიმართა, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება ჰეპატიტის ელიმინაციის მიზნით გლობალური ერთობლივი მოქმედების გაძლიერების საკითხს მიეძღვნა.

„შეხვედრაში მონაწილეობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ლელა სულაბერიძემ მიიღო.

ლელა სულაბერიძემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება საქართველოში C და B ჰეპატიტის ელიმინაციის მიმართულებით გატარებულ რეფორმებსა და მიღწეულ შედეგებზე გაამახვილა. მან აღნიშნა, რომ საქართველო ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით მიღწეული შედეგების საერთაშორისო ვალიდაციისთვის ემზადება და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი, ოქროს დონის (Gold Tier) ვალიდაციის მიღებას გეგმავს.

გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართული შეხვედრის მთავარი მიზანი ქვეყნებს შორის პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერებაა, რათა დაჩქარდეს ვირუსული ჰეპატიტების, განსაკუთრებით B და C ჰეპატიტების, ელიმინაცია.

ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრები, ჰეპატიტის ელიმინაციაზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულების სპეციალისტები ესწრებოდნენ.

ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი კონკრეტულ მაჩვენებლებშიც აისახება. C ჰეპატიტის მქონე პაციენტების 88.5% დიაგნოსტირებულია, ხოლო დიაგნოსტირებული პაციენტების 87.1%-ს დაწყებული აქვს მკურნალობა, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ სამიზნე მაჩვენებლებს აღემატება. ამასთან, C ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებელი 99%-ს აღწევს.

მნიშვნელოვანი შედეგებია მიღწეული B ჰეპატიტის მიმართულებითაც. საქართველომ უკვე შეასრულა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული მიზნები - ბავშვებში B ჰეპატიტის გავრცელება 0.03%-ს შეადგენს, ახალშობილთა დაბადებისას B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მოცვამ 95.5%-ს მიაღწია, ხოლო სამდოზიანი ვაქცინაციის მოცვის მაჩვენებელი 90.5%-ია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს