ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 9

SARAS-ის წარმომადგენლებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

SARAS-ის წარმომადგენლებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) უფროსმა, დავით მჭედლიძემ და აუდიტისა და პროფესიული განათლების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, თორნიკე ძაგნიძემ, ბაქოში გამართულ საე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) უფროსმა, დავით მჭედლიძემ და აუდიტისა და პროფესიული განათლების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, თორნიკე ძაგნიძემ, ბაქოში გამართულ საე…

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) უფროსმა, დავით მჭედლიძემ და აუდიტისა და პროფესიული განათლების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, თორნიკე ძაგნიძემ, ბაქოში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში - „აუდიტის ევოლუცია: მოთხოვნებთან შესაბამისობიდან სტრატეგიულ პარტნიორობასა და ნდობამდე“ მიიღეს მონაწილეობა.

კონფერენცია, აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის ორგანიზებით, გაიმართა და პალატის საქმიანობის დაწყებიდან 30 წლის იუბილეს მიეძღვნა. ღონისძიების მიზანი იყო აუდიტის განვითარების ძირითადი ეტაპების, თანამედროვე გამოწვევებისა და სამომავლო მიმართულებების განხილვა, ასევე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.

კონფერენციის ფარგლებში ყურადღება დაეთმო აუდიტის მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოს განვითარებას, პროფესიულ თვითრეგულირებას, ხარისხის უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის მექანიზმების გაძლიერებასა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას. განხილვის თემებს შორის იყო ციფრული ტრანსფორმაცია და ხელოვნური ინტელექტის გავლენა ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის პროფესიაზე, პროფესიული ეთიკის დაცვა და აუდიტის როლი ფინანსური გამჭვირვალობისა და საზოგადოებრივი ნდობის განმტკიცებაში.

ღონისძიებაზე თორნიკე ძაგნიძემ წარადგინა მოხსენება თემაზე - „აუდიტის რეგულირების სისტემა საქართველოში და პროფესიული ორგანიზაციების როლი“. მოხსენებამ მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, გასცნობოდნენ საქართველოში აუდიტის რეგულირების მოდელსა და ამ სისტემაში პროფესიული ორგანიზაციების ადგილს. საქართველოს გამოცდილების წარდგენით სამსახურმა წვლილი შეიტანა აუდიტის რეგულირების განსხვავებული მიდგომების შესახებ საერთაშორისო პროფესიულ მსჯელობაში, რაც ქვეყნებს შორის გამოცდილების გაცვლისა და თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვანი საფუძველია.

ღონისძიებაში ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის როგორც საქართველოში სფეროს ზედამხედველი უწყების მონაწილეობა, ხელს უწყობს რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებასა და საზედამხედველო პრაქტიკის შესახებ გამოცდილების გაცვლას.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს