ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 15

გივი მიქანაძემ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია გახსნა

გივი მიქანაძემ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია გახსნა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია გახსნა. კონფერენცი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია გახსნა. კონფერენცი…

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია გახსნა.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) პრეზიდენტი ჟოზეპ მ. გარელი და გენერალური მდივანი ამანდა კროუფუტი, რომლებიც საქართველოში კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად სპეციალურად ჩამოვიდნენ.

კონფერენციის მთავარი თემა საქართველოში უმაღლესი განათლების რეფორმის მიმდინარე ეტაპი, მისი ძირითადი პრიორიტეტები, არსებული გამოწვევები და განვითარების სამომავლო პერსპექტივები იყო.

მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ისაუბრა უმაღლესი განათლების რეფორმის პირველი ეტაპის შედეგებსა და სამინისტროს სამომავლო გეგმებზე. გივი მიქანაძემ ყურადღება გაამახვილა იმ ცვლილებებზე, რომლებიც უმაღლესი განათლების სისტემის განვითარებასა და ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება.

კონფერენციის დაწყებამდე გივი მიქანაძემ ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის პრეზიდენტთან ჟოზეპ მ. გარელთან და გენერალურ მდივან ამანდა კროუფუტთან ორმხრივი შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა რეფორმის განხორციელების პროცესში თანამშრომლობისა და მხარდაჭერის შესაძლებლობები განიხილეს. EUA-ს პრეზიდენტმა და გენერალურმა მდივანმა უმაღლესი განათლების რეფორმის პროცესში საქართველოს მხარდაჭერის მზადყოფნა დაადასტურეს.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა და რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ.

კონფერენციას ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის გენერალური მდივანი ამანდა კროუფუტი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს