ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 8

ასტროფიზიკოსი ვაჟა ყულიჯანიშვილი: დაკვირვებისთვის ძირითადად ვიყენებთ აბასთუმნის სამხრეთის ცას. ჯერ კიდევ 2007-ში, როცა ილიას უნივერსიტეტთან მიგვაერთეს, გიგი თევზაძესთან გვქონდა საუბარი, როგორღაც ეს ფრენები გადაწეულიყო. ახლა არ დამდგარა ეს საკითხი, უბრალოდ, ახლა იმატა ფრენების რიცხვმა, რაც საგანგაშო მდგომარეობას გვიქმნიდა

ასტროფიზიკოსი ვაჟა ყულიჯანიშვილი: დაკვირვებისთვის ძირითადად ვიყენებთ აბასთუმნის სამხრეთის ცას. ჯერ კიდევ 2007-ში, როცა ილიას უნივერსიტეტთან მიგვაერთეს, გიგი თევზაძესთან გვქონდა საუბარი, როგორღაც ეს ფრენები გადაწეულიყო. ახლა არ დამდგარა ეს საკითხი, უბრალოდ, ახლა იმატა ფრენების რიცხვმა, რაც საგანგაშო მდგომარეობას გვიქმნიდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • 50 წელზე მეტია, ვაკვირდები მზეს. ჩვენ ძირითადად ვიყენებთ სამხრეთის ცას, ანუ ზუსტად იმ ნაწილს, აქედან სამხრეთით. მე დაკვირვებებს ვიწყებდი დილის 10 საათიდან და გრძელდებოდა 3 საათამდე, მაგრამ როცა ექსპოზიციას ვაძლევდი, პატა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

50 წელზე მეტია, ვაკვირდები მზეს. ჩვენ ძირითადად ვიყენებთ სამხრეთის ცას, ანუ ზუსტად იმ ნაწილს, აქედან სამხრეთით. მე დაკვირვებებს ვიწყებდი დილის 10 საათიდან და გრძელდებოდა 3 საათამდე, მაგრამ როცა ექსპოზიციას ვაძლევდი, პატა…

50 წელზე მეტია, ვაკვირდები მზეს. ჩვენ ძირითადად ვიყენებთ სამხრეთის ცას, ანუ ზუსტად იმ ნაწილს, აქედან სამხრეთით. მე დაკვირვებებს ვიწყებდი დილის 10 საათიდან და გრძელდებოდა 3 საათამდე, მაგრამ როცა ექსპოზიციას ვაძლევდი, პატარა ღრუბელი უკვე ხელს მიშლიდა და თუ შევწყვეტდი და სერია შემიწყდებოდა, ის დაკვირვება აღარ ვარგოდა, - განაცხადა ასტროფიზიკოსმა, ვაჟა ყულიჯანიშვილმა, აბასთუმნის თავზე ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებით საუბრისას.

მისი განცხადებით, ცის ჩაკეტვის შესახებ საკითხი, დარგის სპეციალისტებმა, ჯერ კიდევ 2007 წელს, "ილიაუნის" იმდროინდელ რექტორთან, გიგი თევზაძესთან დააყენეს. ასტროფიზიკოსი აცხადებს, რომ იმ პერიოდში ფრენები არ იყო იმდენად ხშირი, როგორც ახლა, შესაბამისად, როგორც დღის, ისე ღამის გახშირებული ფრენები მათ საგანგაშო მდგომარეობას უქმნიდა და დაკვირვებას ართულებდა.

"იყო შემთხვევები, როცა ორი თვითმფრინავი ასე 12 საათის მახლობლობაში გაივლიდა და ტოვებდა თეთრ კვალს. ჯერ კიდევ 2007 წელს, როცა ილიას უნივერსიტეტთან მიგვაერთეს, მაშინ ბატონ გიგი თევზაძესთან გვქონდა ამ საკითხზე საუბარი, რომ როგორღაც ეს ფრენები ცოტა გადაწეულიყო იქით. ღამე არ იყო ამდენი ფრენები, მარტო დღე ტოვებდა ასე [კვალს], ორად ორი თვითმფრინავი იყო იმ პერიოდში 2010-მდე ალბათ. დღეის მონაცემებით, ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა, როგორც ღამის ფრენები, ასევე დღის ფრენები, რაც საგანგაშო მდგომარეობას გვიქმნიდა და ჩვენი მოთხოვნა იყო პირველ რიგში ის, რომ ეს ფრენები გადაწეულიყო რაც შეიძლება სამხრეთისაკენ. ზუსტად ამ ნაწილში ხდებოდა [ფრენები], ახლა რასაც ვუყურებთ და ეს ნაწილი არის ყველაზე გამოსაყენებელი ასტრონომებისათვის, როგორც ვარსკვლავთსპეციალისტები იყენებენ ამ ნაწილს, ასევე ვიყენებთ დღის დამკვირვებლები, ანუ ჰელიოფიზიკოსებიც ცის ამ ნაწილს. ასე რომ, ეს ჩვენი მოთხოვნა იყო, ახლა არ დამდგარა ეს საკითხი, ახლა უბრალოდ იმატა ასეთი ფრენების რიცხვმა ბოლო პერიოდში, რამაც, პირდაპირ შეიძლება ითქვას, ძალიან შეგვაწუხა," - განაცხადა ვაჟა ყულიჯანიშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს