ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 20

გაერო-ს ბიომრავალფეროვნების კონვენციის მე-17 კონფერენციის ფარგლებში, ერევანი საქართველოდან ვიზიტორებს უფასოდ უმასპინძლებს

გაერო-ს ბიომრავალფეროვნების კონვენციის მე-17 კონფერენციის ფარგლებში, ერევანი საქართველოდან ვიზიტორებს უფასოდ უმასპინძლებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გაერო-ს ბიომრავალფეროვნების კონვენციის მე-17 კონფერენციის (CBD COP17) მწვანე ზონას, ერევანი 19-30 ოქტომბერს უმასპინძლებს. ღონისძიების ფარგლებში დამთვალიერებლები, მათ შორის საქართველოდან ჩასული სტუმრები, საერთაშორისო პროგ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გაერო-ს ბიომრავალფეროვნების კონვენციის მე-17 კონფერენციის (CBD COP17) მწვანე ზონას, ერევანი 19-30 ოქტომბერს უმასპინძლებს. ღონისძიების ფარგლებში დამთვალიერებლები, მათ შორის საქართველოდან ჩასული სტუმრები, საერთაშორისო პროგ…

გაერო-ს ბიომრავალფეროვნების კონვენციის მე-17 კონფერენციის (CBD COP17) მწვანე ზონას, ერევანი 19-30 ოქტომბერს უმასპინძლებს.

ღონისძიების ფარგლებში დამთვალიერებლები, მათ შორის საქართველოდან ჩასული სტუმრები, საერთაშორისო პროგრამაში მონაწილეობას უფასოდ შეძლებენ. ღონისძიება, კარენ დემირჭიანის სახელობის სპორტულ-საკონცერტო კომპლექსში გაიმართება. ლურჯი ზონის პარალელურად მოწყობილ სივრცეში, ვიზიტორებს საერთაშორისო ღონისძიებები, გამოფენები, საჯარო დისკუსიები და კულტურული წარმოდგენების მრავალფეროვანი პროგრამა დახვდებათ.

ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაციებს, მეცნიერებს, ხელოვანებს და სხვადასხვა პროფილის მონაწილეებს მთელი მსოფლიოდან გააერთიანებს.

საქართველოდან ჩასულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, გახდნენ საერთაშორისო პლატფორმის ნაწილი და სომხეთიდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ ვიზიტორებთან ერთად ჩაერთონ პროგრამაში, რომელიც ბუნებას, მეცნიერებასა და კულტურას აერთიანებს. ღონისძიების ფარგლებში ისინი გაეცნობიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან წარმოდგენილ იდეებსა და ინიციატივებს და ჩაერთვებიან ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო დიალოგში.

ღონისძიება რეგიონისა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებს შესაძლებლობას აძლევს, ბიომრავალფეროვნების მომავალზე გლობალურ დიალოგში ჩაერთონ. მწვანე ზონა შექმნის ღია სივრცეს ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად. დაგეგმილი აქტივობები COP17-ის თემებს ყოველდღიურ ცხოვრებას დაუკავშირებს და სხვადასხვა ასაკისა და გამოცდილების მქონე ადამიანების ჩართულობას წაახალისებს.

მწვანე ზონაზე დასწრება უფასოა. ღონისძიების პროგრამის, სამუშაო საათებისა და ვიზიტორთა დაშვების წესების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ორგანიზატორების ოფიციალურ ვებგვერდზე ეტაპობრივად გამოქვეყნდება.

დამატებითი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: www.cop17yerevangreenzone.com.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს