ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 7

ლაშა ავალიანი WOAH-ის ევროპის რეგიონული კომისიის კონფერენციაში მონაწილეობდა

ლაშა ავალიანი WOAH-ის ევროპის რეგიონული კომისიის კონფერენციაში მონაწილეობდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ლაშა ავალიანმა ლატვიის ქალაქ რიგაში ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) ევროპის რეგიონული კომისიის რიგით 32-ე კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. კონფერ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ლაშა ავალიანმა ლატვიის ქალაქ რიგაში ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) ევროპის რეგიონული კომისიის რიგით 32-ე კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. კონფერ…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ლაშა ავალიანმა ლატვიის ქალაქ რიგაში ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) ევროპის რეგიონული კომისიის რიგით 32-ე კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

კონფერენციის ფარგლებში, ევროპის რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს და წევრი ქვეყნებისთვის შესაბამისი რეკომენდაციები მომზადდა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ცხოველთა დაავადებების კონტროლისა და ადრეული შეტყობინების სისტემების გაძლიერებას, ასევე ტრანსსასაზღვრო დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით ბიოუსაფრთხოების ღონისძიებების ჰარმონიზაციას.

ამასთან, მონაწილეებმა იმსჯელეს საგანგებო მზადყოფნისა და რეაგირების საკითხებზე წვრილფეხა პირუტყვის ჭირისა და ცხვრისა და თხის ყვავილის წინააღმდეგ, განიხილეს დაავადებების პრევენციისა და კონტროლის მექანიზმები, არსებული რისკები და საგანგებო სიტუაციებზე ეფექტიანი რეაგირების მიდგომები.

ევროპის რეგიონული კომისიის საქმიანობა მიზნად ისახავს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას, ვეტერინარული სამსახურების შესაძლებლობების განვითარებას და ცხოველებითა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებით ვაჭრობასთან დაკავშირებული სანიტარიული რეგულაციების ჰარმონიზაციას. ამ მიმართულებით, რეგიონული კონფერენცია წარმოადგენს გამოცდილების გაზიარებისა და საერთო მიდგომების ჩამოყალიბების მნიშვნელოვან ფორმატს.

ლაშა ავალიანი ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში საქართველოს დელეგატს წარმოადგენს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს