ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 9

მიხეილ სარჯველაძე, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, მალარიის აღმოფხვრის საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს შეხვდა

მიხეილ სარჯველაძე, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, მალარიის აღმოფხვრის საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, მალარიის წინააღმდეგ ბრძოლისა და მისი აღმოფხვრის მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციის, Malaria No More-ის, ა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, მალარიის წინააღმდეგ ბრძოლისა და მისი აღმოფხვრის მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციის, Malaria No More-ის, ა…

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, მალარიის წინააღმდეგ ბრძოლისა და მისი აღმოფხვრის მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციის, Malaria No More-ის, აშშ-ის პოლიტიკისა და ადვოკატირების მიმართულების დირექტორ სპენსერ ნოლს შეხვდა.

შეხვედრაზე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მიხეილ სარჯველაძეს საქართველოს მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადასცა.

მხარეებმა მალარიის აღმოფხვრის მიმართულებით საქართველოს მიღწევები და ქვეყნის გამოცდილება განიხილეს. საუბარი შეეხო მალარიის ხელახალი გავრცელების პრევენციას, დაავადების მონიტორინგსა და მიღწეული შედეგების შენარჩუნების მნიშვნელობას.

მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მალარიის წინააღმდეგ მრავალწლიანი და თანმიმდევრული მუშაობის შედეგად ქვეყანამ მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა მალარიის აღმოფხვრის მიმართულებით გლობალური ძალისხმევის გაძლიერებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

მხარეებმა ასევე განიხილეს მიღწეული შედეგების შენარჩუნებისა და მალარიის ხელახალი გავრცელების რისკების პრევენციის მიზნით ეფექტიანი ღონისძიებების გაგრძელების საკითხები.

შეხვედრას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგიული განვითარების და ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლელა სულაბერიძე ესწრებოდა.

ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს