ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 11

თბილისის საკრებულოში საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტისა და IBSA-ს ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გაიმართა

თბილისის საკრებულოში საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტისა და IBSA-ს ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარესთან, შალვა სუთიაშვილთან და საკრებულოს უმრავლესობის წევრებთან, შალვა მაისურაძესთან და მამუკა ხაბარელთან ერთად, საერთაშ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარესთან, შალვა სუთიაშვილთან და საკრებულოს უმრავლესობის წევრებთან, შალვა მაისურაძესთან და მამუკა ხაბარელთან ერთად, საერთაშ…

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარესთან, შალვა სუთიაშვილთან და საკრებულოს უმრავლესობის წევრებთან, შალვა მაისურაძესთან და მამუკა ხაბარელთან ერთად, საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტისა და უსინათლოთა სპორტის საერთაშორისო ფედერაციის - „IBSA“-ს ხელმძღვანელ პირებს უმასპინძლა. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

უცხოელი სტუმრების ვიზიტი თბილისში დაგეგმილ უპრეცედენტო მასშტაბის პარასპორტულ ღონისძიებებს უკავშირდება. დედაქალაქი ერთდროულად პარა ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატსა და უსინათლოთა სპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IBSA) გენერალურ ასამბლეას მასპინძლობს, რომელიც ორგანიზაციის 45 წლის იუბილეს ეძღვნება. გენერალური ასამბლეა თბილისში გუშინ ჩატარდა და მასში 500-ზე მეტმა საერთაშორისო დელეგატმა მიიღო მონაწილეობა. დღეს კი დედაქალაქში სტარტს პარა ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი აიღებს, რომელიც საქართველოში პირველად იმართება. შეჯიბრებაში 44 ქვეყნის 312 პარა ათლეტი მიიღებს მონაწილეობას.

შეხვედრაზე, რომელიც დღეს თბილისის საკრებულოში გაიმართა მხარეებმა საქართველოში პარასპორტის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. პარალიმპიური კომიტეტის (IPC) პრეზიდენტმა, ენდრიუ პარსონსსმა და უსინათლოთა სპორტის საერთაშორისო ფედერაციის (IBSA) პრეზიდენტმა, ილგარ რაჰიმოვმა საკრებულოს წევრებთან მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. მათ ასევე სპორტული მიმართულებით გამოცდილების გაზიარებასა და საქართველოში პარასპორტის განვითარების გზებზე ისაუბრეს.

თავის მხრივ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და საკრებულოს წევრებმა პარალიმპიური მიმართულებით საქართველოს წარმატებებზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ ქვეყანას შთამბეჭდავი შედეგები აქვს. ზურაბ აბაშიძის თქმით, მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება საქართველოში ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, თბილისის მერია და საქართველოს მთავრობა ზოგადად სპორტის განვითარებისთვის და მათ შორის პარალიმპიური მიმართულებით ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებს.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია უცხოელი სტუმრების სამუშაო შეხვედრები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს